09.აგვისტო .2020 12:40

"გაურკვეველი არგუმენტები ჰქონდა" - ბექა ფერაძე შალვა ალავერდაშვილს პასუხობს

views 508
უკან

ვინმე ალავერდაშვილი ამბობს, რომ ერთი ადამიანის ინტერესი უპირატესია საზოგადო სიკეთეზე, - ამის შესახებ bm.ge-ს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა, შალვა ალავერდაშვილმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც თქვა, რომ ბიზნესისთვის დაწესებული ჯარიმები ყველაზე მაღალი საქართველოს აქვს და რესტორანმა მინიმუმ 4 თვე უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ 10-ათას ლარიანი მოგება დააგროვოს.

„მივიღე ინფორმაცია ვინმე ალავერდაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე. ის კი ამბობს, რომ ერთი ადამიანის ინტერესი უპირატესია საზოგადო სიკეთეზე. რეალურად, ჩვენ რეკომენდაციები შევიმუშავეთ ბიზნესთან ერთობლივად და აღსასრულებლად არის მარტივი, ხოლო თუკი რომელიმე სუბიექტი არ იცავს ამ რეკომენდაციებს, ის არათანაბარ პირობებში აყენებს იგივე ტიპის კომპანიას და ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. სწორედ ეს ილაპარაკა ალავერდაშვილმა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ინფორმაცია არ აქვს სხვა ქვეყნებში არსებულ ჯარიმებზე, რაც გაცილებით მაღალია ჩვენზე. ჩვენთან ჯარიმა მაღალია, მაგრამ თუ რეკომენდაციებს არ დავიცავთ რისკიც მაღალია“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქე ალავერდაშვილს გაურკვეველი არგუმენტები ჰქონდა.

რაც შეეხება ალავერდაშვილის ბრალდებას იმის შესახებ, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა დააჯარიმა ის ობიექტები, რომლებზეც მუშაობის ნებართვა თავად გასცა, ბექა ფერაძე პასუხობს, რომ მაგალითად რესტორნები არ ასრულებდნენ რეკომენდაციებს - მაგიდებს შორის დაშორების წესს, დეზობარიერების წესებს და ა.შ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა