მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედპერსონალისთვის ხელფასის დაგვიანების შემთხვევაში, სამინისტრო კლინიკას თანხას დაუკავებს - შრომის ინსპექცია

64a7f09a63bda
ელენე გოგბერაშვილი
07.07.23 17:38
1574
ჯანდაცვის სამინისტრო მინიმალური ხელფასის რეფორმის მეორე ეტაპზე გადადის. ექიმებისა და ექთნების შემდეგ, კლინიკებს რამდენიმე თვეში მინიმალური ხელფასის დაწესება სხვა პერსონალისთვისაც მოუწევთ.

რაც შეეხება რეფორმის პირველი ფაზის მიმდინარეობას, როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი bm.ge-სთან განმარტავს, კლინიკები იცავენ დადგენილ რეგულაციებს, თუმცა პრობლემაა მედპერსონალისთვის ანაზღაურების დროულად ჩარიცხვა, რა შემთხვევებზეც შრომის ინსპექციას თავისი მანდატის ფარგლებში რეაგირება ექნება.

„1-ელი იანვრიდან შევამოწმეთ ფიზიკურად 270-ზე მეტი კლინიკა. დაწესებულებები, რომლებიც ჩართული არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ხელშეკრულების ნაწილში ყველა მათგანმა მოახდინა ასახვა, რომ მინიმალური ტარიფი იქნება ის, რაც სახელმწიფოს მხრიდან არის განსაზღვრული. ჩვენ ასევე ელექტრონულად ვახორციელებთ მონიტორინგს, ყოველთვიურად, თუ რამდენად ხდება კუთვნილი ანაზღაურების მიღება მედპერსონალის მხრიდან, პრობლემები ამ მიმართულებით არ გამოვლენილა, გარდა ერთეული შემთხვევებისა, როცა ხდება და ხდებოდა დაგვიანებით ხელფასის ჩარიცხვა.

აქ ხაზი მინდა გავუსვა, რომ შრომის კოდექსით განსაზღვრულია, რომ თუ სამედიცინო დაწესებულება დააგვიანებს და არ გადაუხდის კონკრეტულ რიცხვში მედპერსონალს ხელფასს 0,07% ერიცხება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და გაზრდილი ოდენობით უნდა მიიღოს შესაბამისად პერსონალმა ანაზღაურება. დამატებით შრომის ინსპექციის მანდატი არის, რომ თუ ჩვენ შევხედავთ, რომ თანხა არ იქნება ჩარიცხული და დანაკლისით იქნება ჩარიცხული, ჩვენ მივმართავთ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და მათი მხრიდან მოხდება [კლინიკისთვის] თანხის დაკავება, სანამ არ მოახდენს სამედიცინო დაწესებულება კუთვნილი ანაზღაურების სრულად ჩარიცხვას მედპერსონალის მიმართ“,-განმარტავს ფერაძე და დასძენს, რომ შრომის ინსპექციას ეს მექანიზმი ჯერ არ გამოუყენებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები