მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს შემოწმების მიზნით 3 765 ინსპექტირება ჩატარდა - შრომის ინსპექციის ანგარიში

შრომის ინსპექცია

2023 წელს შრომის უსაფრთხოების სამსახურმა შემოწმების მიზნით 3 765 ინსპექტირება განახორციელა. ამის შესახებ წერია შრომის ინსპექციის 2023 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. ანგარიშს ზეგ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე მთავარი ინსპექტორი, ბექა ფერაძე წარადგენს.

ანგარიშის თანახმად, განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში პირველადი ინსპექტირებების შედეგად შემოწმდა 1636 ობიექტი, მათ შორის, აღსანიშნავია, რომ: განხორციელებული ინსპექტირებები შეეხო 81 904 -მდე დასაქმებულ პირს; გაიცა 14 173 მითითება, რომლისთვისაც ჯამში შედგა 2513 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

„2021 წელთან შედარებით 23%-ით გაზრდილია იმ შემოწმებული ობიექტების რაოდენობა, რომელთაც სრულად გამოასწორეს გამოვლენილი დარღვევები პირველივე გადამოწმებისას.

სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ მონაცემების აღრიცხვის შესაბამისად: 2023 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2018 წელთან შედარებით შემცირებულია 42%-ით“, - წერია ანგარიშში.

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსი’’-სა და ,,შრომითი მიგრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით განხორციელდა 1779 (პირველადი და შემდგომი, დარღვევების აღმოფხვრამდე) ინსპექტირება, რომელმაც პირველადი ინსპექტირების შედეგად მოიცვა 1395 ობიექტი. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ: განხორციელებული ინსპექტირებები შეეხო 72 000-მდე დასაქმებულ პირს; გაიცა 2620 მითითება, რომლისთვისაც ჯამში შედგა 670 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ამასთან, წერილობითი და ზეპირი კონსულტაცია შრომით უფლებებთან დაკავშირებით გაეწია 1090 დაინტერესებულ პირს. იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის მიმართულებით: „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N112 დადგენილების შესაბამისად საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 303 ინსპექტირება 303 ობიექტზე, რომელთაგან 292 იყო გეგმური, ხოლო, 11 არაგეგმური.


ანგარიში სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები