კერძო საინვესტიციო ფონდი „გაზელ ფაინენს ჯორჯია“ ახალი ფონდის ჩამოყალიბებას გეგმავს. როგორც Bm.ge -სთან ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ განაცხადა, ფონდის ფუნქციონირებისთვის, მინიმუმ 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვაა საჭირო, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.
მისივე თქმით, ახლი ფონდის მასშტაბები გაცილებით დიდი იქნება და საქართველო-სომხეთის გარდა, შესაძლოა უკრაინაც მოიცვას.
თავად საინვესტიციო ფონდი „გაზელ ფაინენს ჯორჯია“ საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს. მის ინვესტორებს წარმოადგენენ მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის DFC და FMO. ბოლო ოთხ წელიწადში ფონდმა 30-მდე კომპანია დააფინანსა, მისი მთლიანი პორტფელი კი 31 მილიონია.
„საქართველო არის „გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ ჰაბი, შესაბამისად, მეორე ფონდისთვის საქართველო მთავარი ქვეყანა იქნება. სამუშაოები დაწყებული გვაქვს. ვესაუბრებით როგორც არსებულ, ისე პოტენციურ ინვესტორებსაც, რადგან მეორე ფონდი უნდა იყოს გაცილებით უფრო მასშტაბური, ვიდრე პირველია. საქართველოს გარდა გვინდა მოიცავდეს სომხეთს და შესაძლოა უკრაინასაც. ვგეგმავთ, რომ ეს პროცესი 2022 წლის მეორე კვარტალის ბოლოს დასრულდეს“, - განაცხადა ნათია ჯანელიძემ.
რაც შეეხება ფონდში ინვესტირებას, ის ამბობს, რომ ძირითადად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები არიან დაინტერსებული.
„ჩვენ არ გვაქვს დეპოზიტარების ან ფიზიკური პირების თანხა მოზიდული. ჩვენი სახსრები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგანაა. ახალი ფონდის შემთხვევაშიც ძირითადად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს ვესაუბრებით, თუმცა თუ საქართველოს მხრიდანაც, რომელიმე ინსტიტუტიდან იქნება მზაობა, დიდი სიამოვნებით განვიხილავთ“, - განაცხადა ნათია ჯანელიძემ.
"გაზელ ფაინენს ჯორჯიას" მიერ დაფინანსებული კომპანიების სიაში შედიან ქართული ჩაის მწარმოებელ კომპანია „მანნა“, სადაზღვევო კომპანია „არდი“, სამშენებლო კომპანია „პრაიმ -ბეტონი“, თხილის გადამმუშავებელი კომპანია „ნათს ჯი“ და სხვა კომპანიები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო