Georgian products-ი შავი ზღვის თევზისგან, კერძოდ, ქაფშიასგან დამზადებულ ძაღლის საკვებს ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე გაიტანს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე "რედაქტ2-ში" აცხადებს, ქვეყანას უფლება აქვს ევროკავშირში ცხოველური პროდუქტები გაიტანოს, ეს კი კომპანიას შესაძლებლობას აძლებს შავი ზღვის ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტი ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდოს.
„ქვეყანამ მოიპოვა უფლება, რომ გადამუშავებული ცხოველური პროდუქტი ევროკავშირში გაყიდოს. ჩვენმა კომპანიამ ცხოველთა საკვების წარმოება ქათმის მკერდისგან დაიწყო, მაგრამ რადგან უკვე შავი ზღვის თევზიც დაუშვეს, აქ უფრო კონკურენტუნარიანები ვიქნებით, რადგან ქათმისგან განსხვავებით ჩვენს შავი ზღვის ნედლეულს გამოვიყენებთ. აქედან გამომდინარე, ქაფშიასგან დამზადებულ საკვებს საწყისად ევროკავშირში, შემდგომ აშშ-იც გავყიდით“ - განმარტავს Georgian products-ის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ ცხოველების ავეჯისა და საკვების წარმოებასთან ერთად კომპანიამ ახალი პროდუქტის - შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი სათამაშოების წარმოებაც დაიწყო. დავით ბარდაველიძის თქმით, Georgian products-ი ორ წელიწადში ამ მიმართულებითაც საერთაშორისო ბაზრებზე საკმაოდ ფართოდ იქნება წარმოდგენილი.
"პარტნიორებისგან ახალი პროდუქციის მიმართ დიდი მოთხოვნაა. პირველი ნაბიჯები გადავდგით სათამაშოებისა და აქსესუარების თვალსაზრისით. ეს დიდი სეგმენტია. ჩვენ ყოველთვის ვფრთხილობთ როდესაც ახალ პროდუქტს ვირჩევთ, რადგან ევროპა და ამერიკა შცდომას არ გპატიობენ, ხარისხში, ფასში და მიწოდების ჯაჭვში. ნელ-ნელა ვდგამთ ნაბიჯებს, მაგრამ წინ მივდივართ. ორ წელიწადში სათამაშოების მიმართულებითაც ფართოდ ვიქნებით წარმოდგენილები", - აღნიშნავს ბიზნესმენი.
Georgian products-ი 100%-ით ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა. საქართველოში დამზადებული ცხოველების ავეჯი და საკვები პროდუქტები დღეის მდგომარეობით როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ისე აშშ-ში იყიდება. კომპანიის ცნობით, Made in Georgia - ამ წარწერით საქართველოში დამზადებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტი 2 მილიონზე მეტ ევროპულ და ამერიკულ ოჯახში უკვე მოხვდა.
Georgian products წლიურად მილიონზე მეტ ერთეულ ცხოველების ავეჯს ამზადებს. გასულ წელს კომპანიამ 90 მლნ ლარის ექსპორტი განახორციელა. კომპანიის საწარმოში ამ ეტაპზე 600-მდე ადამიანია დასაქმებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი