მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გრინსერვისი +"-მა მერიის ტენდერი მოიგო

63c8e9e668384
BM.GE
19.01.23 11:10
2721
კომპანია "გრინსერვისი+"-მა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიამ მოპირკეთების სამუშაოები უნდა ჩაატაროს, რისთვისაც ის დედაქალაქის ბიუჯეტისან 3.1 მილიონ ლარს მიიღებს. ამ ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3.5 მილიონი ლარი იყო. 

"გინსერვისი+" კიდევ ერთ ტენდერში მონაწილეობს, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 8.6 მილიონი ლარია, მასში კომპანიამ 6.8 მილიონი ლარის წინადადება წარადგინა. 

გუშინ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ BMG-ის განუცხადა, რომ არ არსებობდა კანონის ნორმა, რომელიც ამ კომპანიას ტენდერებში მონაწილეობას აუკრძალავდა. 

„ვაკის პარკში მოხდა ტრაგედია და მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სასამართლოშია გადაცემული. ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, არცერთი მხარის ბრალი დადგენილი და დამტკიცებული არ არის. ჩვენი კანონმდებლობა ადგენს, რომ ვიდრე გადაწყვეტილება, სამართლებრივი შედეგი არ დადგინდება, არ შეიძლება მასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღება. შესაბამისად, არ არსებობს არცერთი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც შეზღუდავს „გრინსერვისს“, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ტენდერში“,- აღნიშნავს ხმალაძე.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე ბრალდება ცხრა პირს წარუდგინა, რომელთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.