მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაქვს ამბიცია, რომ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში" - პრემიერი

63e0d59ab26a3
BM.GE
06.02.23 14:33
1011
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას აქვს ამბიცია და მოტივაცია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას და ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში და მეორე ეტაპზე უკვე დაიგეგმება ბათუმის აეროპორტის სრული მოდერნიზება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ცნობილია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე (ე.წ მასტერპლანი) მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და მიმდინარეობს საბოლოო ტექნიკური დეტალების დაზუსტება. რაც შეეხეება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმას, დოკუმენტზე მუშაობა თებერვალში დასრულდება. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ორივე აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმებზე მუშაობის პროცესში ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანია ADP Ingénierie (ADPI)-თან თანამშრომლობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები