მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იგეგმება დარგობრივი გამოცდების დამატება" - რა შეიცვლება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მომავალი წლიდან?

60c8c8c529e65
თათია ჩაფიჩაძე
15.06.21 21:00
766
რა ეტაპზეა ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა? - ამ საკითხზე საუბრისას განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან დარგობრივი გამოცდების დამატება იგეგმება, რომელიც უმეტესად საბუნებისმეტყველო საგნებს ეხება.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი საკითხს აქტიურ რეჟიმში განიხილავს და სიახლეების შესახებ საზოგადოება ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოისმენს.

„ეროვნული გამოცდების ფორმატთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი და მიმდინარეობს მუშაობა. მომავალი წლისთვის გარკვეული სიახლეები იქნება, რომელსაც ძალიან მალე დავაანონსებთ. ეს შეეხება დარგობრივად საგნების დამატებას, ეს უმეტესად ეხება საბუნებისმეტყველო საგნების დამატებას იმ საგნებთან ერთად, რომელიც დღეს არის. ძალიან მალე ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.“ - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარი რამდენიმე თვის წინ პარლამენტში განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც გააკეთა. მისი თქმით, ეროვნული გამოცდების სისტემა რეფორმას საჭიროებს და განიხილება იდეა, რომ უნივერსიტეტებში მიღება, მათ შორის, სკოლის ქულებით და სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებითაც მოხდეს.