18.სექტემბერი .2020 11:43

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე 31 000 ადამიანია დასაქმებული, 94% საქართველოს მოქალაქეა"

views 193
უკან

პანდემიის გამო შენელებული სამშენებლო პროცესის გაფართოების შემდეგ, რიკოთის საუღელტეხილო გზის ოთხივე მონაკვეთზე 10 000-მდე ადამიანი დასაქმდება, საიდანაც 75-80% საქართველოს მოქალაქე იქნება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, 31 000 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 94% საქართველოს მოქალაქეა.

„რაც შეეხება რიკოთზე დასაქმებულ ჩვენი ქვეყნის 3 000 მოქალაქეს და 1000 უცხოელ სპეციალისტს, ასეთი პროპორცია განპირობებულია იმით, რომ ეს პროექტი განსხვავებული მასშტაბისა და სირთულისაა. ეს არის ისეთი მშენებლობა, როგორი გამოცდილებაც, სამწუხაროდ, ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვქონია. როდესაც სოლიდურ ინვესტიციებს ვდებთ, აუცილებელია, რომ ყველა პროექტი იყოს ხარისხიანი. რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობას, ბევრი ისტორია მოვისმინე, რომ ადამიანები დაბრუნდნენ თავის მშობლიურ კუთხეში და მუშაობენ სხვადასხვა პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილება ხვალ და ზეგ მათ ახალ პროექტებში უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების საშუალებას მისცემს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა