მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 ნოემბერს, პარლამენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენს

სესია
BM. GE
30.10.23 17:25
46

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, 2 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პარლამენტის წევრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს მოუსმენენ.

ბიუროს წევრებმა ასევე იმსჯელეს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და საორგანიზაციო საკითხებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები