დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენენ.
ირაკლი ქარსელაძე „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტის წევრებს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს წარუდგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.