იპოთეკურ სესხებზე ხალხის მხრიდან მოთხოვნა არის, თუმცა კრიტერიუმებს სულ უფრო ნაკლები ადამიანი აკმაყოფილებს, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია ნათქვამი, რომელზეც „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ BMG-ს გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.
„ამ კვირაში უშუალოდ რეესტრში რეგისტრირებული ბინების შემცირება წლიდან წლამდე მხოლოდ 6%-ია. მას ბოლო პერიოდში ზრდის ტენდენცია აქვს. ანალოგიური პოზიტიური ტენდენციაა იპოთეკურ სესხებზე. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ინტერესი არის გაზრდილი. ანუ განცხადების რაოდენობა 60%-ით გაიზარდა, თუმცა წარმატება ამ მხრივ არის 20%. ეს კი ნიშნავს, რომ მოთხოვნა ხალხის მხრიდან არის, თუმცა კრიტერიუმებს სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი აკმაყოფილებს. თუნდაც უმუშევრობის სტატისტიკიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 6 ივლისის შემდეგ გაცემული იპოთეკური სესხების 1/3 სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების პროგრამის მომხმარებლები არიან“, - განაცხადა ჩაჩანიძემ.
მისივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი აქტიურობა ამ მხრივ არის თბილისში და მას მოსდევს ბათუმი.
საქართველოს მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მაისში დაანონსა, ხოლო ახალი პროგრამით სესხების გაცემა გასული თვის განმავლობაში დაიწყო. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.
სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:
● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.
სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:
● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
● ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?