მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ივნისის ბოლოს კლინიკების ტარიფებთან დაკავშირებით ახალი მოდელი გვექნება“ - გაბუნია

607ec487923e5
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.21 16:28
860
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში კლინიკების ტარიფების ახალი მოდელი ივნისისთვის იქნება მზად. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სამედიცინო მომსახურების ტარიფიკაციასთან დაკავშირებით ახალ მოდელზე მუშაობა მიმდინარეობს. პროცესის დასასრულებლად გარკვეული დრო კიდევ დაგვჭირდება. ვფიქრობ, ივნისის დასაწყისისთვის უკვე კონკრეტული მოდელი გვექნება და სამედიცინო დაწესებულებებს შევთავაზებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში საქართველოში მოქმედმა მსხვილმა კლინიკებმა ჯანდაცვის მინისტრს წერილით მიმართეს. წერილში სექტორი, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას და არსებულ პრობლემებზე საუბარს ითხოვდა. სექტორის უმთავრესი მოთხოვნა საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებული ფასების გადახედვა და ინდექსაცია იყო.

„დაგვერწმუნეთ, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში სამედიცინო სექტორი ვეღარ შეძლებს სრულფასოვნად ფუნქციონირებას, რითაც გამოუსწორებელი ზიანი მიადგება როგორც ხსენებულ სექტორს, ასევე სახელმწიფოსაც“, - ეწერა მიმართვაში. მინისტრისა და კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრა 25 იანვარს გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ტარიფიკაციის ახალი მოდელის შემუშავებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა.