მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

64970558c3f64
BM.GE
24.06.23 18:40
536
"ჯორჯიან მანგანესა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. შესაბამის განცხადებას კომპანია ავრცელებს, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:


"სახელმწიფოს, მედიაციისა და პროფკავშირების ჩართულობით, ჯორჯიან მანგანეზსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. სამედიაციო შეთანხმება ძალაში 24 ივნისიდან შევიდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ აიღო ვალდებულება ჭიათურაში სამთო მოპოვებითი საქმიანობა განაახლოს.

ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა, რაც შეეხება ხელფასის მატებას, თანამშრომლებს ხელფასი ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით განესაზღვრებათ, კერძოდ კი კომპანიასა და თანამშრომლებს შორის მანამდე გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე.

სამედიაციო დოკუმენტით განისაზღვრა შეიქმნას კომისია, მხარეთა წარმომადგენლობით და ჩართულობით, რომელიც 3 თვის განმავლობაში მოახდენს კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებას. ამასთან, ჩატარდება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ კომპანიის ფინანსური აუდიტი.

მხარეებს შორის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შედგა, სადაც გაფორმდა შეთანხმების შესახებ ოფიციალური სამედიაციო დოკუმენტი. მას ხელი დამსაქმებელმა, დასაქმებულმა, მედიატორმა და პროფკავშირებმა მოაწერეს. დოკუმენტში გაწერილი შეთანხმების პირობების აღსრულებას, მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები