მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზი" სპეცმართვის რეჟიმში - რა ვალდებულებები (არ) შეასრულა კომპანიამ?

6491714c087cd
შოთა ტყეშელაშვილი
20.06.23 13:30
1889
მანგანუმის მსოფლიო ფასების ვარდნის გამო, საქართველოს ფეროშენადნობების სექტორი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. ამას დაემატა რუსეთის მიერ საქართველოდან მანგანუმის პროდუქციის იმპორტზე დაწესებული დემპინგის გადასახადიც. მომხდარმა საბაზრო ცვლილებებმა გავლენა იქონია სექტორის უმსხვილეს მოთამაშეზე - “ჯორჯიან მანგანეზზე”, რომლის თანამშრომლებმაც 15 დღის წინ გაფიცვა გამოაცხადეს. პროტესტი ამდროისთვის თბილისსა და ჭიათურაში მიმდინარეობს.

“ჯორჯიან მანგანეზი” თავის თავში აერთიანებს ჭიათურის სამთო მომპოვებელ და გამამდიდრებელ კომბინატს, ასევე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და ვარციხეჰესს, რომლის გამომუშავებული ელექტროენერგიითაც კომპანია ოპერირებს. “ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში ელექტროენერგიის უმსხვილესი მომხმარებელი და იმერეთის რეგიონში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.

კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელია უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, თუმცა 2017 წლიდან მოყოლებული კომპანია სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მართვის რეჟიმში იმყოფება. სასამართლომ კომპანიაში სპეციალური მმართველი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესასრულებლად დანიშნა. შესაბამისად, ეს რეჟიმი გაგრძელდება იქამდე, სანამ კომპანია დარღვევებს არ აღმოფხვრის. მათ შორის უმთავრესი მოთხოვნები მდინარე ყვირილას დაბინძურებას, ასევე ამოღებული მადნის არეალებში ბუნებრივი გარემოს აღდგენა-რეკულტივაციას შეეხებოდა, ასევე მოთხოვნებს შორისაა ძველი ქარხნის დემონტაჟი და ახალი ქარხნის მშენებლობაც.

თავდაპირველად სპეციალური მართვის რეჟიმი 3 წლის ვადით იყო განსაზღვრული. სწორედ ეს დრო იყო კომპანიისთვის მიცემული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესასრულებლად. მაგრამ, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნები სრულად არ შესრულდა, რის გამოც მართვის რეჟიმი კიდევ 3 წლით გახანგრძლივდა. 2017-2023 წლებში კომპანიის სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანი იყო, მიმდინარე წლის მაისში კი სასამართლომ ამ პოსტზე ორი წლის ვადით ბესიკ კირთაძე დანიშნა. კომპანიას უკრაინელი აქციონერების გარდა, ქართველი პარტნიორებიც ჰყავს, მათ შორისაა ბიზნესმენი გიორგი კაპანაძეც, რომელიც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს.

BMG-იმ მოიპოვა სასამართლოს განჩინება, რომელშიც ასევე თავმოყრილია კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაცია მათ მიერ გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების თაობაზე. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მოთხოვნების უმეტესობა უკვე შესრულებულია, თუმცა შესასრულებელია შლამის გადამამუშავებელი ახალი ქარხნის მოწყობის შესახებ არსებული მოთხოვნები.

სასამართლოს განჩინების თანახმად, რა ვალდებულებები შეასრულა "ჯორჯიან მანგანეზმა" და რა დარჩა კომპანიას შესასრულებელი:

 
პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელი მოქმედებები შესრულების ვადა სტატუსი
1. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარედგინოს გეგმა ძველი ქარხნების კონსერვაციისა და მოპოვებული მადნის ახალი ტიპის საქარმოში გამდიდრების თაობაზე. არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა შესრულებულია
2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარედგინოს გეგმა მანგანუმის შლამის გადამამუშავებელი ახალი ქარხნის მშენებლობის პერსპექტივის საკითზე. არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა შესრულებულია
3. დაწყებულ იქნეს მანგანუმის შლამის გადამამუშავებელი ახალი ქარხნის მშენებლობის სამშენებლო სამუშაოთა წარმოება. მე-5 პუნქტის შესრულებიდან 2 წელი და 1 თვე არ შესრულებულა ვინაიდან შლამების გამამდიდრებელი ახალი ქარხნის მშენებლობა და ღურღუმელას შლამსაცავისა და შლამსადენის მოწყობა განიხილებოდა ერთიან კონტექსტში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რონ შლამსადენის პროექტირებამ გამოავლინა უსაფრთხოების გაუმართლებლად მაღალი რისკი, შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შლამსადენის ტრასისა და დასაწყობების ადგილის კორექტირებაზე, ძირეული ცვლილებები გახდა საჭირო ახალი ქარხნის პროექტირების ნაწილშიც, არც დამატებით დროს მოითხოვს.
4.  შესწავლილ იქნეს მიზანშეწონილობა და წარედგინოს სამინისტროს გეგმა შლამის გადამამუშავებელი ახალი ქარხნიდან ე.წ. ღურღუმელას შლამსაცავამდე შლამსადენის მოწყობის თაობაზე და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მე-5 პუნქტის შესრულებიდან 1 წელი და 6 თვე შესრულებულია
5.  შესწავლილ იქნეს და შედეგები წარედგინოს სამინისტროს ე.წ. ღურღუმელას შლამსაცავის ტექნიკური გამართულობის, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე. არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა შესრულებულია
6.  კომპანიის მიერ დამუშავებულ ფართობებზე განხორციელდეს სარეკულტივაციო სამუშაოები წელიწადში არანაკლებ 50 ჰექტარის ოდენობით მათ სრულ ამოწურვამდე. მუდმივ რეჟიმში შესრულებულია
7.  კოოპერატორების მიერ დამუშავებულ ფართობებზე განხორციელდეს სარეკულტივაციო სამუშაოები წელიწადში არანაკლებ 50 ჰექტარის ოდენობით მათ სრულ ამოწურვამდე. მუდმივ რეჟიმში შესრულებულია
8. მომზადდეს წიაღით სარგებლობის სამუშაოთა განვითარების გეგმა, რომელშიც აისახება წიაღით სარგებლობის, მისი არსებული მდგომარეობისა და განვითარების მიმართულებების, აგრეთვე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, წიაღისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფისათვის გატარებული და გასატარებელი ღონისძიებები. 1 წელი შესრულებულია
9. არსებული ფუჭი ქანების დასაწყობების ადგილების იდენტიფიცირება და რუკაზე დატანა და სტაბილიზაციის ღონისძიებების სამინისტროსთან შეთანხმება. ასევე კომპანიამ წინასწარ უზრუნველყოს ფუჭი ქანების დასაწყობების ადგილების და განთავსების პირობების სამინისტროსთან შეთანხმება. ფუჭი ქანების განთავსება უზრუნველყოს სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმების შესაბამისად. 6 თვე პირველადი აღწერისთვის და შემდგომ მუდმივ რეჟიმში რეჟიმში შესრულებულია
10. არ გაიხსნას კარიერები, მანამ სანამ სამინისტროსთან არ შეთანხმდება რეკულტივაციის გეგმები. მუდმივ რეჟიმში შესრულებულია
11. გარემოსდაცვითი აუდიტის წარმოდგენა სამინისტროში და სამინისტროს, ასევე აუდიტის რეკომენდაციების შესრულება მუდმივ რეჟიმში სამინისტროს შენისვნების ან რეკომენდაციების მიღების შემდგომ. აღნიშნულ დოკუმენტში ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს მონიტორინგის საკითხებიც. 1 თვე შესრულებულია
12. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შეთანხმება სამინისტროსთან და კომპანიის რეგისტრაცია ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში. 3 თვე შესრულებულია
13. სალიცენზიო ფართობზე არსებული საფუძველზე მარაგების გადათვლა ანგარიშის წარდგენა. 3 წელი არ შესრულებულა ვინაიდან საბადოს სიდიდის გამო სამუშაოს მოცულობა დიდი იყო. მარაგების ანგარიში ამ ეტაპისთვის პრაქტიკულად მზადაა, შესაბამისად დარჩენილია მარაგების კომისიაზე წარდგენისა და დამტკიცების პროცედურები.
14. წყალამრიდი არხის მოწყობა 6 თვე შესრულებულია

სასამართლოს განჩინების თანახმად, პრობლემები და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი მოქმედებები ასე ნაწილდება:

საკითხი პრობლემის აღწერა აუცილებელი მოქმედებები
1. მადნის გამდიდრება მადნის გამდიდრების შედეგად წარმოქმნილი შლამების დასაწყობების საკითხი გრძელვადიან პერსპექტივაში გადაწყვეტილი არ არის. მართალია პრობლემის აღმოფხვრის ტექნიკური გზა ნაპოვნია და დაგეგმილია კონკრეტული სამუშაოები, თუმცა შესაბამისი ნებართვების მიღება და ფიზიკური სამუშაოების წარმოება ამ დრომდე არ განხორციელებულა. 1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და კანონმდებლობის შესაბამისად შლამსადენისა და შლამების დასაწყობების ადგილის მოწყობის პროექტის მომზადება და სააგენტოსთან შეთანხმების მიზნით წარდგენა. პროექტის განხორციელება სააგენტოსთან შეთანხმებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. ძველი გამამდიდრებელი ქარხნების დემონტაჟი.
3. 05.05.2023წ. მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით განახლებული გარემოსდაცვითი აუდიტის ანგარიშის წარმოდგენა სააგენტოში და სააგენტოს, ასევე აუდიტის რეკომენდაციების შესრულება მუდმივ რეჟიმში სამინისტროს შენიშვნების ან რეკომენდაციების მიღების შემდგომ. აღნიშნულ დოკუმენტში ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს მონიტორინგის საკითხებიც
2. კოოპერატორული მოპოვების მოწესრიგება ფაქტობრივად კოოპერატორების მოპოვების გეგმა დგება არა სამთო გეგმარებიდან გამომდინარე, არამედ იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება მიღწეული შეთანხმება ტერიტორიის დამუშავებაზე შესაბამის მესაკუთრესთან. გამომდინარე იქიდან, რომ კოოპერატორების მიერ დასამუშავებელი ობიექტების ოდენობა საკმაოდ დიდია (1800 კონტურზე მეტი) მათი საქმიანობის კონტროლი პრობლემურია, როგორც კომპანიის ასევე სახელმწიფოს მიერ. 05.05.2023წ. მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით არსებული ფუჭი ქანების დასაწყობების ადგილების იდენტიფიცირება და რუკაზე დატანა და სტაბილიზაციის ღონისძიებების სამინისტროსთან შეთანხმება. ასევე კომპანიამ წინასწარ უზრუნველყოს ფუჭი ქანების დასაწყობების ადგილების და განთავსების პირობების სამინისტროსთან შეთანხმება. ფუჭი ქანების განთავსება უზრუნველყოს სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმების შესაბამისად.
3. რეკულტივაცია კომპანიამ აქტიურად დაიწყო კარიერული წესით დამუშავებული ტერიტორიების რეკულტივაცია, თუმცა გამოვლენილ იქნა ისეთი ტერიტორიები, რომლებიც დამუშავებულია კომპანიის მიერ საქმიანობის დაწყებამდე (მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში, უკანონოდ) და რომლებიც აგრეთვე საჭიროებს რეკულტივაციას. 2021- 2022 წლებში განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო ე.წ. კოოპერატორული კონტურების რეკულტივაციაც. სრულად აღიწერა მათ მიერ დაზიანებული ტერიტორიები და ტერიტორიების დაყოფა განხორციელდა ე.წ. ბლოკებად, რომელიც თავის თავში აერთიანებს, როგორც რამდენიმე კოოპერატორულ კონტურს ასევე, საზღვრის დარღვევის შედეგად დაზიანებულ ნიადაგებსაც. გაფორმდა ტერიტორიების რეკულტივაციის შესახებ შესაბამისი შეთანხმებები ყველა კოოპერატორთან, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით. აღნიშნული შეთანხმებებით გათვალისწინებულია ასევე ე.წ. იძულებითი რეკულტივაციის მექანიზმი, თუ რომელიმე კოოპერატორი დაარღვევს მის ვალდებულებებს. განხორციელებული რეკულტივაციის სამუშაოების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის რუკებზე დატანით (ტექნიკური, ბიოლოგიური) სახით. ასევე განსახორციელებელი სარეკულტივაციო ღონისძიებების გეგმაგრაფიკის (ფართობების მითითებით) სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა. სარეკულტივაციო სამუშაოების წარმოება წელიწადში არანაკლებ 100 ჰექტარის ოდენობით მათ სრულ ამოწურვამდე. სარეკულტივაციო სამუშაოების წარმოება სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმაგრაფიკისა და რეკულტივაციის გეგმების შესაბამისად.

სასამართლოს განჩინების თანახმად, კომპანიის სამოქმედო გეგმა – პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელი მოქმედებები და მათი შესრულების ვადები ასეთია:

პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელი მოქმედებები: შესრულების ვადა პირობები
1. უზრუნველყოფილ იქნას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და კანონმდებლობის შესაბამისად შლამსადენისა და შლამების დასაწყობების ადგილის მოწყობის პროექტის მომზადება და სააგენტოსთან შეთანხმების მიზნით წარდგენა. პროექტის განხორციელება სააგენტოსთან შეთანხმებული დოკუმენტაციის შესაბამისად. 4 თვე არაუგვიანეს 2025 წლის 1 მაისისა სანებართვო
2. ძველი გამამდიდრებელი ქარხნების დემონტაჟი სამინისტროსთან შეთანხმებულ დემონტაჟის გეგმით გათვალისწინებულ ვადებში სანებართვო
3. 05.05.2023წ. მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით განახლებული გარემოსდაცვითი აუდიტის ანგარიშის წარმოდგენა სააგენტოში და სააგენტოს, ასევე აუდიტის რეკომენდაციების შესრულება მუდმივ რეჟიმში სამინისტროს შენიშვნების ან რეკომენდაციების მიღების შემდგომ. აღნიშნულ დოკუმენტში ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს მონიტორინგის საკითხებიც. შენიშვნების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, შემდგომ მუდმივ რეჟიმში სანებართვო
4.  05.05.2023წ. მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით არსებული ფუჭი ქანების დასაწყობების ადგილების იდენტიფიცირება და რუკაზე დატანა და სტაბილიზაციის ღონისძიებების სამინისტროსთან შეთანხმება. ასევე კომპანიამ წინასწარ უზრუნველყოს ფუჭი ქანების დასაწყობების ადგილების და განთავსების პირობების სამინისტროსთან შეთანხმება. ფუჭი ქანების განთავსება უზრუნველყოს სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმების შესაბამისად. 2 თვე და შემდგომ მუდმივ რეჟიმში სალიცენზიო/სანებართვო
5. ერთი თვის ვადაში განხორციელებული რეკულტივაციის სამუშაოების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის რუკებზე დატანით (ტექნიკური, ბიოლოგიური) სახით. ასევე განსახორციელებელი სარეკულტივაციო ღონისძიებების გეგმაგრაფიკის (ფართობების მითითებით) სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა. სარეკულტივაციო სამუშაოების წარმოება წელიწადში არანაკლებ 100 ჰექტარის ოდენობით მათ სრულ ამოწურვამდე. . სარეკულტივაციო სამუშაოების წარმოება სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმაგრაფიკისა და რეკულტივაციის გეგმების შესაბამისად. 1 თვე, შემდგომ მუდმივ რეჟიმში სალიცენზიო
6. ჭიათურის საბადოს მარაგების გადათვლა და მათი დამტკიცება მარაგების უწყებათაშორის კომისიაზე 2025 წლის 1 მარტამდე სალიცენზიო

საჯაროდ უცნობია რამდენი მილიონი დოლარის ინვესტიციების განხორციელება მოუწევს კომპანიას ამ ვალდებულებების შეასრულებლად. 

რა არის "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური შედეგები?

კანონმდებლობის მიხედვით, უმსხვილესი კომპანიები ვალდებული არიან თავიანთი ფინანსური მაჩვენებლები გაასაჯაროონ. თუმცა “ჯორჯიან მანგანეზი” ამ მოთხოვნას არ ასრულებს, შესაბამისად უცნობია რამდენი მილიონის შემოსავალი და წმინდა მოგება აქვს მას. თუმცა, საჯაროა "ჯორჯიან მანგანეზთან" კავშირში მყოფი მსხვილი ტრეიდინგული ფირმის - “სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანის” ფინანსური ანგარიში, რომელმაც 2021 წელს 710 მილიონი ლარის შემოსავალი და 233 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. კომპანიის 2022 წლის შემოსავლების შესახებ ანგარიში ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

რამდენი მილიონი დოლარის შემოსავალი აქვს საქართველოს ფეროშენადნობების ინდუსტრიას?

ფეროშენადნობები საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო საქონელია. 2017 წლიდან მოყოლებული მისი წლიური ექსპორტი 240 მილიონ დოლარზე მეტი იყო. უფრო დეტალურად, სექტორის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:

2017 წელი - 306 მილიონი დოლარი;
2018 წელი - 353 მილიონი დოლარი;
2019 წელი - 303 მილიონი დოლარი;
2020 წელი - 247 მილიონი დოლარი;
2021 წელი - 477 მილიონი დოლარი;
2022 წელი - 460 მილიონი დოლარი;
2023 წელი (5 თვე) - 86 მილიონი დოლარი.

სანქცირებული აქციონერი:

უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი მნიშვნელოვანი მოცულობის კორუფციაში ჩართულობის გამო, აშშ-ის მიერ ჯერ კიდევ 2021 წელს იყო სანქცირებული. ბიზნესმენის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს უკრაინის მთავრობაც იძიებს, რაც Ukrnafta-ს საქმეს უკავშირდება. ფულის გათეთრებაში კოლომოისკის ჩართულობის საქმეს იძიებს FBI-იც.

რამდენი წლის ვადით აქვს "ჯორჯიან მანგანეზს" წიაღის მოპოვების ლიცენზია:

ჯორჯიან მანგანეზის საკუთრებაში არსებული წიაღით სარგებლობის ლიცენზია გაცემულია 2006 წელს 40 წლის ვადით. ლიცენზიის პირობებით კომპანიას სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოეყო 16,430 ჰა, რომელთაგან ჭიათურის რაიონში არის 13,068 ჰა (რაიონის მთლიანი ფართობის 24%), ხოლო საჩხერის რაიონში 3,362 ჰა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები