მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეუფერხებლად ვმუშაობთ" - რა ვითარებაა კოლომოისკის ქართულ აქტივებში?

ჯორჯიან მანგანეზი

ზაპოროჟიეს და ნიკოპოლის ფეროშენადნობების ქარხნებმა, რომელიც ოლიგარქ იგორ კოლომოისკის პრივატ ჯგუფის საკუთრებაშია, ოპერირება შეაჩერეს, - ამის შესახებ თავად კომპანიებმა გააკეთეს განცხადება. როგორც ცნობილია, იგორ კოლომოისკი და მისი ბიზნეს პარტნიორი გენადი ბოგოლიუბოვი საქართველოშიც ფლობენ მსხვილ აქტივებს, მათ შორის ყველაზე დიდია კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი", რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანას, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატს, მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიას და ვარციხეს ჰიდროელექტროსადგურს ფლობს. იგორ კოლომოისკის სექტემბერში ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ოფიციალურად წარუდგინეს სისხლის სამართლის ბრალდებები, რაც მის ნავთობკომპანიების ფინანსურ მანიპულაციებს ეხება.

"ჯორჯიან მანგანეზში" აქტივების მფლობელზე განმარტებებს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ კომპანია არსებული რეალობის გათვალისწინებით შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას.

“მხოლოდ საოპერაციო ნაწილზე შემიძლია კომენტარი გავაკეთო და ვთქვა მხოლოდ ის, რომ ამ ეტაპზე კომპანია მუშაობს შეფერხების გარეშე, ბაზრის რეალობიდან გამომდინარე არსებულ სიმძლავრეებზე”-ამბობს "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური დირექტორი გიორგი ტატიშვილი.

"ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ უკრაინაში მდებარე 2 დიდი ქარხნის გაჩერებამ, შესაძლოა, ევროპაში ფეროშენადნობების დეფიციტი შექმნას.

“უფრო მართებული იქნება შევხედოთ ამას როგორც გლობალური 2 მოთამაშის დროებითი გამოსვლა ბაზრიდან, რამაც გრძელ ვადაში შეიძლება გამოიწვიოს პროდუქციის მიწოდების დეფიციტი ევროპის ბაზარზე. ეს რამდენად სწრაფ გავლენას მოახდენს მოთხოვნა მიწოდების ბალანსის შენარჩუნებაში რთული სათქმელია, ალბათ უფრო გრძელვადიანი ეფექტი ექნება ისევ და ისევ პირველ რიგში ფასებთან მიმართებით.

ჩვენ ჩვენი მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ ვაგრძელებთ მუშაობას. მუშაობს დღეისთვის 5 ღუმელი ფეროშენადნობთა ქარხანაში 3 ღუმელი მე-4 საამქროში, 2 ღუმელი პირველ საამქროში. დაახლოებით 8000 ტონას ვაწარმოებთ თვეში, რაც სრულ დადგმულ სიმძლავრეზე 40%-ით ნაკლებია”, - აცხადებს "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური დირექტორი გიორგი ტატიშვილი.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები