თბილისში, “კაზინო აჭარაში” სპეცოპერაცია მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.