მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ფლობს კაზინო აჭარას, სადაც ფულის გათეთრების საქმეზე ძიება გრძელდება

649c5a54a6b84
შოთა ტყეშელაშვილი
28.06.23 20:15
20907
კაზინო აჭარაში უკვე მესამე კვირაა, რაც ფინანსტა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიებას ატარებს. უწყებაში BMG-ის განუცხადეს, რომ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისთვის განზრახ თავის არიდების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით მიმდინარეობს. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებზე.

საგამოძიებო სამსახურის თანახმად, საქმე სამორინეს ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ არის აღძრული.

“კაზინო აჭარა”, იგივე შპს “სანშაინი” ფინანსურ ანგარიშგგებებს ყოველწლიურად აქვეყნებს. ამჟამად საჯაროა კომპანიის 2021 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, სამორინეს შემოსავალი 23.6 მილიონი ლარი, მისი წმინდა მოგება კი 4.2 მილიონი ლარი იყო, ბიზნეს რეესტრის მიხედვით, სამორინეს დირექტორის პოსტს 2011 წლიდან ნინო ბაქრაძე იკავებს. რაც შეეხება მის მფლობელს, 2011 წლიდან მოყოლებული სამორინეს მთავარი აქციონერია ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რის შესახებაც კომპანიის ფინანსურ ანგარიშში არის საუბარი.

“„კომპანიის“ პარტნიორები არიან “Solna Leisure Holdings Limited” (კვიპროსი) 10% წილის მფლობელი და “Gannado Worldwide S.A” (ვირჯინიის კუნძულები) 90% წილის მფლობელი. “Gannado Worldwide S.A”-ის 100% წილის მფლობელია შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, შესაბამისად საბოლოო მაკონტროლებელი მხარე არის დავით იაკობაშვილი,”- ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები