მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომენდანტის საათი" უქმდება, მაგრამ რესტორნებს მუშაობის უფლება 24 საათამდე ეძლევათ

60d19166c9f85
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.21 11:31
2894
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან ე.წ. "კომენდანტის საათის" შეზღუდვა მოიხსნება, თუმცა ის დაწესებულებები, რომლებიც საზოგადოებრივ კვებასთან არიან დაკავშირებულები, მუშაობას 24 საათამდე შეძლებენ. ამის შესახებ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება 1 ივლისიდან. ერთი შეზღუდვა, რაც რჩება, რესტორნების მუშაობას შეეხება, რომლებიც 24 საათამდე იმუშავებენ. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს - ღამის კლუბებს და ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც საზოგადოებრივ კვებასთანაა დაკავშირებული. იგივე ეხება სასტუმროებში რესტორნებს, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და სარესტორნო სივრცე აქვთ“, - განმარტა ღიბრაძემ.

მან პირბადეების შეზღუდვის ნაწილობრივ მოხსნასთან დაკავშირებითაც გააკეტა განმარტებები.

„დღეიდან პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება ღია სივრცეში. შეზღუდვა და პირბადის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში; ვისაც სურვილი აქვს, პირბადე უნდა ატაროს, ხოლო დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება სავალდებულო რჩება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.