28.ივნისი .2021 17:46

"კორძაძის საადვოკატო ბიურომ" იურიდიული ფირმების კატეგორიაში No1 Golden Brand-ის ტიტული უკვე მეცამეტედ მოიპოვა

"კორძაძის საადვოკატო ბიურომ" იურიდიული ფირმების კატეგორიაში No1 Golden Brand-ის ტიტული უკვე მეცამეტედ მოიპოვა
views 235
უკან

"კორძაძის საადვოკატო ბიურომ" Golden Brand-ის დაჯილდოებაზე იურიდიული ფირმების კატეგორიაში No1 Golden Brand-ის ტიტული უკვე მეცამეტედ მოიპოვა.

„ბიურო უკვე წლებია ინარჩუნებს სანდო, ხარისხზე ორიენტირებული და წამყვანი იურიდიული ფირმის სტატუსს. “Golden Brand-ის დაჯიდლოების ცერემონიალზე, რომელიც 26 ივნისს შატო მუხრანში Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით გაიმართა, წლის საუკეთესო ბრენდები გამოავლინეს.

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული. წელს, მედიის თანდასწრებით 57 გამარჯვებული ბრენდი დასახელდა.

Global Idea-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში პარალელურად გამოკითხვა მიმდინარეობდა მომახმარებლებშიც. ნომერ პირველი ოქროს ბრენდი სწორედ მათ დაასახელეს.

ტრადიციულად, ყოველწლიურად დგინდება სპეციალური ნომინაციები, ჯილდოვდებიან კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში“,- აცხადებენ საადვოკატო ბიუროში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა