მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გახდა Indigo Cars ოქროს ბრენდის ჯილდოს - ავტომობილის საყვარელი იმპორტიორის - მფლობელი?

golden brand
21.06.24 19:31
955

ქართულ-ამერიკულმა კომპანიამ - Indigo Cars - რომელსაც საქართველოს ავტოიმპორტის ინდუსტრიაში გამორჩეული პოზიცია უჭირავს, ავტომობილის საყვარელი იმპორტიორის კატეგორიაში ბიზნესსექტორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - “ოქროს ბრენდის” - ტიტული მოიპოვა.

Indigo Cars-ის აღმასრულებელი დირექტორი, ზაზა შუბითიძე, კომპანიის წარმატების მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ოქროს ბრენდის” აღიარება Indigo Cars-ს კომპანიის თანამშრომელთა დაუღალავმა შრომამ და ენთუზიაზმმა მოუტანა.

“გვეამაყება, რომ ჩვენი კომპანია თავისი არაჩვეულებრივი მიღწევების გამოა აღიარებული. გვჯერა, რომ ეს აღიარება ჩვენი თანამშრომლების თავდადებული და თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომლებიც ყოველთვის განსაკუთრებულ ენთუზიაზმსა და მონდომებას ავლენენ.

გვჯერა, რომ “საყვარელი ავტოიმპორტიორის” კატეგორიაში ჩვენი წარმატება იმ ხანგრძლივი გამოცდილებისა და ექსკლუზიური სერვისების დამსახურებაა, რაც Indigo Cars-მა ამერიკაში დააგროვა და საქართველოში ჩამოიტანა, რითაც ადგილობრივ ბაზარზე ამერიკული სტანდარტებიც დანერგა”, - აღნიშნავს ზაზა შუბითიძე.

Indigo Cars ამერიკის შეერთებულ შტატებში 25-წლიანი ისტორიის მქონე ავტორეალიზატორია, რომელიც 5 წელია, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში ავტომობილებისა და ავტონაწილების იმპორტს ახორციელებს.

ექსკლუზიური სერვისები, მრავალწლიანი გამოცდილება, თანამედროვე სტანდარტები, გადამზადებული გუნდის წევრები - ეს ყველაფერი მცირედია იმ ინდიკატორთა ჩამონათვალში, რამაც Indigo Cars ბაზრის ერთ-ერთ TOP მოთამაშედ აქცია. შემდეგი ნაბიჯი მარტივია: კომპანიის მიზანია, საქართველოს ავტოიმპორტიორთა სამეულში ღირსეული ადგილი დაიკავოს.

“Indigo Cars სწრაფად მზარდი კომპანიაა. სწორედ ზრდის სწრაფი ტემპის ხელშეწყობისთვის გვსურს, რომ საკუთარი გუნდიც გავზარდოთ. ამჟამად კომპანია 50-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, თუმცა ვგეგმავთ, რომ 2024 წლის ბოლომდე ეს რიცხვი გავაორმაგოთ.

სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ კომპანიამ აქტიური როლი შეასრულოს სოციალურ პროექტებში, რადგან გვესმის, რომ ავტოინდუსტრიას გარემოზე ნეგატიური გავლენაც შეიძლება ჰქონდეს. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხი პრიორიტეტად ვაქციოთ და გარემოზე ზრუნვაში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ. გვჯერა, რომ ინდუსტრია ახალგაზრდა ადამიანებს უამრავ შესაძლებლობას აძლევს, რის გამოც გვსურს, რომ ის კიდევ უფრო განვავითაროთ და საქართველოში კვალიფიციური კადრები მოვიზიდოთ”, - აღნიშნავს Indigo Cars-ის აღმასრულებელი დირექტორი.

კომპანიის ზრდამ 2023 წელს 80% შეადგინა - Indigo Cars-მა ამერიკიდან საქართველოში 10 000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი განახორციელა. კომპანია გეგმავს, რომ ამერიკული გამოცდილებისა და სტანდარტების გამოყენებით, შედეგები კიდევ უფრო გააუმჯობესოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები