მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Indigo Cars ამერიკის სავაჭრო პალატას შეუერთდა

ინდგო
07.10.26 18:30
• 252

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Indigo Cars American Chamber of Commerce in Georgia-ს (AmCham Georgia) ოფიციალური წევრი გახდა.

AmCham Georgia საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბიზნესგაერთიანებაა, რომელიც ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს და აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო, საინვესტიციო და ბიზნესურთიერთობების განვითარებაზე მუშაობს.

Indigo Cars ორგანიზაციის წევრთა ოფიციალურ სიაში Corporate A Member სტატუსით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის ეს წევრობა საერთაშორისო განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და ხაზს უსვამს მის საქმიანობას აშშ-ის ბაზარზე, ასევე საქართველოსთან მჭიდრო ბიზნესკავშირებს.

Indigo Cars აშშ-ს, საქართველოსა და სხვა საერთაშორისო ბაზრებს აკავშირებს. კომპანია მომხმარებლებსა და ბიზნესებს აშშ-ის წამყვანი ავტოაუქციონებიდან ავტომობილებისა და სხვა ტიპის ტრანსპორტის შეძენის, საერთაშორისო გადაზიდვისა და სრული ლოგისტიკური პროცესის მართვის მიმართულებით ემსახურება.

კომპანიის შეფასებით, AmCham Georgia-ში გაწევრიანება ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოების, ისე სხვადასხვა სექტორის კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.

„AmCham Georgia-ში გაწევრიანება ჩვენთვის საერთაშორისო განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენი საქმიანობა წლების განმავლობაში მჭიდროდ არის დაკავშირებული აშშ-ის ბაზართან და გვინდა, ეს კავშირი კიდევ უფრო გავაძლიეროთ - ახალი პარტნიორობების შექმნით, გამოცდილების გაზიარებითა და ქართულ და ამერიკულ კომპანიებს შორის თანამშრომლობების ხელშეწყობით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ იმ ბიზნესგაერთიანების ნაწილი, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე მუშაობს,“ - აცხადებს Indigo Cars-ის დამფუძნებელი, მიხეილ ჭელიძე.

პარტნიორული მიმართულების განვითარება Indigo Cars-ის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია. კომპანია თანამშრომლობს როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებთან, ისე ავტოდილერებთან და სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებსაც აშშ-დან ავტომობილების, მოტოტექნიკისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების შეძენისა და იმპორტის მიმართულებით ემსახურება.

კომპანია AmCham-ის წევრობას ორმხრივ შესაძლებლობად განიხილავს - ერთი მხრივ, ეს არის ახალი პარტნიორობებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმა, მეორე მხრივ კი შესაძლებლობა, თავადაც გაუზიაროს ბიზნესგაერთიანებას აშშ-საქართველოს ლოგისტიკისა და საავტომობილო სექტორის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები