საერთაშორისო ფონდი “კურაციო” UNDP-ის დაფინანსებით, სახელმწიფოს კუთვნილი სამედიცინო ჰოლდინგისთვის ახალ სტრატეგიას მოამზადებს. შესაბამისი ხელშეკრულება დღეს ჯანდაცვის მინისტრსა და UNDP-ის პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონს შორის დღეს გაფორმდა.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კლინიკებისთვის სწორი სტრატეგიის ქონა ამ პანდემიის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობას ატარებს.
“გაეროს განვითარების პროგრამა დააფინანსებს ფონდ "კურაციოს", რომელიც შექმნის სამედიცინო ჰოლდინგის განვითარების სტრატეგიას. პანდემიამ დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს გააჩნდეს სიმძლავრეები იმისთვის, რათა გაუმკლავდეს ჯანდაცვაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე დავასრულებთ მუშაობას ამ სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის თქმით კი, UNDP-ისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობის გაღრმავება COVID-19-ის პანდემიის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
“სამინისტროსთან ერთად ახალ ეტაპზე გადავდივართ, რაც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას გულისხმობს, დავეხმარებით ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, იმ 5 სავაადმყოფოს გაძლიერებაში, რომელიც სამედიცინო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. ასევე, კლინიკური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის გაუმჯობესებაში. კორონავირუსის პერიოდში საქართველომ მოახერხა და დაიცვა ჯანდაცვის სისტემა პაციენტთა გადაჭარბებული ნაკადისაგან, თუმცა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის შეთხვევაში, მნიშვნელოვანია, ქვეყანა მზად დახვდეს ამ გამოწვევას და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის,” - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში "რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” არიან გაერთიანებული. 2020 წლის თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჰოლდინგის ხელმძღვანელად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ჩოგოვაძე წარადგინა.
2015-2019 წლებში ეს კლინიკები “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებას წარმოადგენდა და მათ მართვას “კლინიკების მართვის კომპანია” ახორციელებდა, თუმცა, 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კლინიკების მართვა კვლავ სამინისტროს დაუბრუნდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა