მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლარის კურსი მსხვილ ბიზნესს ისე ურტყამს, რომ ეს გაუსაძლისია“ - ლაშა პაპაშვილი

60630fde480bd
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.21 15:55
2682
"ლარის კურსი დამღუპველია", - ასე აფასებს ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიმართულებით რყევებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი. მისი აზრით, ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ლარის კურსი არსებულ ნიშნულზე მაინც შეინარჩუნოს.

„მცირე და საშუალო ბიზნესს კი არა, მსხვილ ბიზნესსაც ისე ურტყამს <ლარის კურსი>, რომ ეს გაუსაძლისია. მე არ ვიცი რატომ აწია საბაზისო განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა. ზოგადად, მსოფლიოში განაკვეთის გაზრდა ეროვნული ვალუტების გამყარებას იწვევს, აქ კი პირიქით მოხდა და ლარი რამდენიმე დღეში 20%-ით გაუფასურდა. უმკაცრესად და უსწრაფესად უნდა მოხდეს არსებულ ნიშნულზე მაინც დაბრუნება.

ამ ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ვისთვის აგროვებს ეროვნული ბანკი ამ რეზერვებს არ ვიცი, ჩვენ აღარ ვიქნებით და...“, - ამბობს ლაშა პაპაშვილი.

ჟურნალისტის რეპლიკას - "ცენტრალური ბანკი პერიოდულად ყიდის კიდეც სავალუტო რეზერვებს",  ბიზნესმენი ასე პასუხობს: გაყიდა თქვენს სანახავად და პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არ არის გაყიდვა. ემისიური ლარი გამოდის და გამოდის ბაზარზე. რეზერვები შექმნილია, რომელიც მსოფლიოს რომელიღაც ბანკებშია განთავსებული. რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ვისთვის ვინახავთ ამ რეზერვებს... ასე კეთდება მსოფლიოში ყველგან და აქ რა ხდება?!

ეროვნულ ბანკს აქვს ვალდებულება, გადაარჩინოს ბიზნესი და უნდა მოეთხოვოს უმკაცრესად და უსწრაფესად. პირველ რიგში, ეს ვალდებულება ეროვნულ ბანკს აქვს და, რა თქმა უნდა, მთავრობასაც. საბანკო რეგულაციები მაქსიმალურად უნდა მოეშვას, იმიტომ რომ დოლარის სესხებზე წნეხია, კაპიტალის ადეკვატურობის და დოლარის სესხების აღება პრაქტიკულად შეუძლებელია, იზრდება საპროცენტო განაკევთი - ეს ეროვნულმა ბანკმა ხვალ დილით სასწრაფოდ უნდა მოუშვას და გაყიდოს რეზერვები“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტის გაუფასურებით დაიწყო. ვაჭრობა ლარის 3.39-ის კურსზე გაიხსნა და ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 3.41 ლარს შეადგენს.

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. გუშინ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.28 თეთრით გაუფასურდა და 2021 წლის მაქსიმუმს 3.3846 ლარს მიაღწია.

გასული კვირის დასაწყისში სებ-მა ლარის კურსის გაზრდილი მერყეობის შესარბილებლად $40 მილიონი დოლარი გაყიდა. 2021 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციების გზით სულ $160 მილიონი დოლარის რეზერვები გაყიდა.