მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიცენზიების კონტროლი გამკაცრდება" - კახა კალაძე ტაქსების მძღოლებს მიმართავს

621dce1125eeb
ინგა მურუსიძე
01.03.22 11:46
3501
თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსების მძღოლებს მოუწოდებს, ლიცენზიები აიღონ, რადგან არალიცენზირებული საქმიანობა დაჯარიმებას გამოიწვევს. როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ამ მხრივ კონტროლი გამკაცრდება.

„ჩვენ გვყავს A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები. A კატეგორია არის თეთრი ტაქსები, შესაბამისი მანიშნებლით, რომლებიც ქალაქში გადაადგილდება. არის ასევე B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებიც შეიძლება ჩართული იყვნენ სხვადასხვა აპლიკაციაში და ემსახურებოდეს მოქალაქეებს. ყველასთვის საჭიროა შესაბამისი ლიცენზირება.

კონტროლი იყო, ახლაც არის და კიდევ უფრო გამკაცრდება. მინდა მოვუწოდო ტაქსის მძღოლებს, ლიცენზიების აღება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ულიცენზიო საქმიანობა გამოიწვევს დაჯარიმებას, არავის სიამოვნების ვიღაცის დაჯარიმება, ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენ გქონდეთ ლიცენზია, რომლის მიღება ძალიან მარტივია“, - განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, სანებართვო მოსაკრებელი არის 100 ლარი, ჰიბრიდული ავტომობილისთვის 50 ლარი, ხოლო ელექტრომობილისთვის - უფასო.

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, ზაფხულში ტაქსების რეფორმის ახალი ტალღა იგეგმება.