მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული.." - პრემიერი

60f5422d68301
BM.GE
19.07.21 13:09
610
მე შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვაკეთებთ მართლმსაჯულების რეფორმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორ ღარიბაშვილმა აღნიშნა, შარლ მიშელთან საუბარი შეეხო ასევე საარჩევნო რეფორმას.


„მე მქონდა საუბარი პრეზიდენტ მიშელთან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშრებით. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო ეფორმა შევიმუშავეთ. ასევე გვქონდა ჩართულობა ოპოზიციასთან. ასევე მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვაკეთებთ მართლმსაჯულების რეფორმას. მე მას ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მან შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა და სრულდება ის პირობები, რომელიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში.


„მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ მიშელთან. მე მინდა, პირველ რიგში, ვთქვა, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავს საქართველოში, ბათუმში ჩამოსული. პრეზიდენტი მიშელი, მისი ვიზიტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტი გვეწვია. ჩვენ დღეს ერთობლივად განვიხილავთ ტრიოს ფორმატში ჩვენს რეგიონულ თანამშრომლობას, ასევე იმ საკითხებს, რომელიც სამივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგში.

მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. პირველ რიგში, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მას ვუთხარი, რომ ჩვენი მხრივ, ჩვენ ვართ მოტივირებული, მივყვებით ამ პროცესს და ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა და სრულდება ის პირობები, რომელიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. აქვე, მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი აღნიშნულ შეთანხმებაზე, რაც არის ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორი პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად, სიტუაციის დამშვიდებისთვის.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ გავუზიარეთ პრეზიდენტ მიშელს და ამაზე აბსოლუტურად სრული თანხვედრა გვაქვს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.