საქართველოს მთავრობის ამ დროისთვის არსებული გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან რეგულარული ავიამიმოსვლა 10 მიმართულებით აღდგება. ესენია: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, მილანი, კატოვიცე, ვილნიუსი, დორტმუნდი. თუმცა "ოცნების" ეკონომიკური გუნდის ამ გადაწყვეტილებამ ტურისტული ინდუსტრიის ნაწილში დიდი აღფრთოვანება ვერ გამოიწვია. მათ შორისაა საერთაშორისო ტურ-ოპერატორი Pegas Touristik-ი, რომლის გენერალური დირექტორის მოადგილე სალომე ბერაია bm.ge-ისთან ორ მიზეზს ასახელებს: პირველი - ეპიდვითარება საქართველოში და ინფიცირების მზარდი შემთხვევები, რის გამოც, დიდი ალბათობით, აქ ჩამოსვლა ბევრ ტურისტს არ ენდომება და მეორე - გამომდინარე ავიასაზღვრების რამდენჯერმე დაანონსებულ-გადადებული გახსნისა, ინდუსტრია დარწმუნებული არაა, რომ რეგულარული ფრენები ნამდვილად აღდგება.
„ჯერჯერობით, ჩვენთვის მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა, ვინაიდან პრობლემაა პროცედურები, რომლებიც ადამიანებმა ქვეყანაში ჩამოსვლისას უნდა გაიარონ. თუკი სამოგზაუროდ წავიდა ვინმე, ხოლო სამშობლოში დაბრუნებისას თვითიზოლაციაში ან თუნდაც კარანტინში მოუწია ყოფნა, ასე არავინ დაისვენებს. ფიზიკურად წარმოუდგენელია, არც ერთი სამსახური არ გაუშვებს ადამიანებს ამდენი ხნით. თუ იზოლაცია არ იქნება საჭირო და სრულად ჩაანაცვლებს PCR ტესტის ჩატარება, მაშინ კიდევ მისაღებია, მაგრამ არსებული პირობებით - არა. გარდა ამისა, ძირითადად, აღდგა ისეთი მიმართულებები, სადაც ზამთარში დასასვენებლად არავინ მიდის, როგორ ჩანს, ეს ისევ ემიგრანტების დაბრუნებაზეა ორიენტირებული. თუ დაემატება მაგალითად, თურქეთი, ეგვიპტე და სხვა მიმართულებები, მაშინ შეიძლება კიდევ დავგეგმოთ ტურები“, - განაცხადა სალომე ბერაიამ.
მიუხედავად ასეთი განწყობისა, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ზოგადად, მაინც კარგია, რომ პროცესი დაიძრა და ცის გახსნა დაიწყო, რადგან გაჩნდა მოლოდინი და იმედი, რომ სხვა მიმართულებებიც გაიხსნება.
"მართალია, მთავრობის გადაწყვეტილება სერიოზულ ცვლილებებს ვერ მოიტანს, მაგრამ ჩაკეტილობას სჯობს ნელნელა, ეტაპობრივად გაიხსნას ავიარეისები. ჩვენ ასე თუ ისე, ზამთრის სეზონის დაგეგმვას შევძლებთ, მათ შორის ახალი წლისთვის შესაძლოა, ტურისტული პაკეტები გავამზადოთ. ახლა არაფერს ვგეგმავთ, რადგან 1 აგვისტოს შემდეგ, ყოველი თვის 1 რიცხვში ველოდებით ფრენების აღდგენას. როგორც მოგეხსენებათ, ავიარეისების აღდგენა უკვე არაერთხელ დაანონსდა და გადაიდო. თუკი პაკეტების გაყიდვას დავიწყებთ და მერე გავაუქმებთ, ეს ჩვენს რეპუტაციაზე აისახება. როცა ყველაფერი დალაგდება, ვნახავთ, რომ რეისები სრულდება და საქართველოში ჩამომსვლელი უცხოელი ტურისტებისთვის წესები იცვლება, დავიწყებთ დაგეგმვას“, - განახადა სალომე ბერაიამ.
ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თუ მთავრობას უნდა, ტურისტულ ბიზნესს შეუწყოს ხელი, ფრენები უნდა გაიხსნას, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებთან, სადაც ქართველები სამოგზაუროდ დადიან, მათ შორის თურქეთსა ეგვიპტეში.
რაც შეეხება ტურისტული კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც სალომე ბერაია ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში არ უმუშავიათ, 13 თანამშრომელი ჰყავთ და სახლში არავინ გაუშვიათ, თუმცა კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ასე დიდხანს გაგრძელებას ვერცერთი კომპანია ვერ შეძლებს და მათ შორის ვერც Pegas Touristik-ი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა