მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოქალაქეს საშუალება უნდა ჰქონდეს, საშემოსავლო გადასახადიდან 2% თავად განკარგოს" - ინიციატივა

60def354ad749
ინგა მურუსიძე
02.07.21 20:20
3058
მოქალაქეს საშუალება უნდა ჰქონდეს, არსებული საშემოსავლო გადასახადიდან 2% თავად განკარგოს და მიმართოს იმ ორგანიზაციის, ფონდის, ან საჭირო თემისადმი, რასაც საჭიროდ მიიჩნევს. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის „ტრენერთა ასოციაციას“, რომლის ხელმძღვანელმა თამარ კანაშვილმა საკითხზე „ანალიტიკის“ ეთერში ისაუბრა.

„აღნიშნული ინიციატივით მოქალაქეებს ვაძლევთ საშუალებას ჩაერთონ ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკაში და იცოდნენ, თუ რისკენ მიემართება მათი გადასახადის 2%“, - განმარტა კანაშვილმა.

კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს ადმინისტრირება, კანაშვილი პასუხობს, რომ განხილულია რამდენიმე კომპონენტი.

„ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა არის, რომ მოქალაქეს, გადამხდელს თავად ჰქონდეს შესაძლებლობა, შევიდეს შემოსავლების სამსახურის გვერდზე, გაიაროს იდენტიფიცირება და მონიშნოს, თუ სად უნდა მიემართებოდეს 2%. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია, ჰქონდეთ თავიანთი საიტი, ან სოციალური გვერდი და უნდა ჰქონდეთ განხორციელებული პროექტები. საჭირო იქნება სახელმწიფოს მზაობა, მათ შორის შემოსავლების სამსახურის მხრივ“, - განმარტა კანაშვილმა.

მისი შეფასებით, ეს იქნება ინვესტიცია საზოგადოებისადმი, რაც ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ ინიციატივებს წარადგეს.

„გამოიკვეთება და განხორციელდება ისეთი საკითხები, რაც ადმინისტრაციული რესურსით არ ხორციელდებოდა“, - განაცხადა მან.

კანაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუკი საკითხით მმართველი პარტია და ოპოზიცია დაინტერესდება.