აუდიტმა აფხაზეთის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული 2021 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ , სსიპ − პროგრამების სააგენტოს მხრიდან 2019-2020 წლებში არამიზნობრივად 252,643 ლარის საბიუჯეტო სახსრები გაიხარჯა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია, შესაბამისი მასალებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნა.
„სსიპ − პროგრამების სააგენტოში შესაბამისობის აუდიტით გამოვლინდა პროგრამების/ქვეპროგრამების შესრულებაში არსებული დარღვევა ნაკლოვანებები, კერძოდ: მოქმედი 10 პროგრამიდან 4 ფაქტობრივად არ შესრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ გაწერილი იყო ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო და გაიხარჯა საბიუჯეტო სახსრები, საბოლოო დაგეგმილი შედეგი ვერ იქნა მიღწეული;
18 07 03 პროგრამის ფარგლებში სოფელ ზემო ქვალონში (ხობის მუნიციპალიტეტი) მდებარე მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი იყო ლურჯი მოცვის დარგვა და მიღებული მოსავლის რეალიზაცია, თუმცა ჩატარდა მხოლოდ მიწის შემოღობვის სამუშაოები და პროგრამის მიზნების შესრულების მიზნით სხვა დამატებითი ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელებულა;
20 18 07 06 პროგრამის ფარგლებში სოფელ ხამისქურში (ხობის მუნიციპალიტეტი) მდებარე მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი იყო დაფნის ფოთლის გადამუშავების საამქროს მოწყობა და მიღებული პროდუქციის რეალიზაცია, თუმცა განხორციელდა მხოლოდ ფართზე არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, რომელშიც ამჟამადაც არაუფლებამოსილი პირის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოწყობილია და ფუნქციონირებს დაფნის საშრობი.
ასევე არასაკმარისი ღონისძიებების გამო, დაფნის ნერგები განადგურდა და პროდუქციაც ვერ იქნა მიღებული. ამ პროგრამის შედეგად მიღებული დაფნის ნერგები 18 07 07 პროგრამის შესაბამისად უნდა გადატანილიყო სოფელ რიყეში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მდებარე მიწის ფართზე, რომელიც მხოლოდ შემოიღობა და მოეწყო ჭაბურღილი. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის შედეგიც (დაფნის პლანტაციის გაშენება და დაფნის ფოთლის რეალიზაცია) ვერ იქნა მიღწეული;
18 07 08 პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო ზუგდიდსა და წალენჯიხაში მცხოვრები დევნილების სათბურების რეაბილიტაცია და შემდგომი მომსახურების მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნით დახარჯულია საბიუჯეტო სახსრები და გაფორმებულია შესაბამისი დოკუმენტაცია, აუდიტორული პროცედურებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებს დამატებითი სათბურები ან/და არსებულის რეაბილიტაციის მომსახურება არ მიუღიათ. შესაბამისად, პროგრამით განსაზღვრული მიზნები არ არის მიღწეული. შედეგად, სსიპ − პროგრამების სააგენტოს მხრიდან 2019-2020 წლებში არამიზნობრივად გაიხარჯა ჯამში 252,643 ლარის საბიუჯეტო სახსრები.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია, შესაბამისი მასალებით, გადაიგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში“, - წერია ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი