მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მორჩით წუწუნს! ყველაფერი ხუთჯერ უკეთესადაა, ვიდრე ადრე იყო" - ჩარლი მანგერი

63ac2cfe505ec
გიორგი თოლორდავა
28.12.22 17:40
4490
მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის, Berkshire Hathaway-ს ვიცე-თავმჯდომარე და ლეგენდარული უორენ ბაფეტის უახლოესი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, ჩარლი მანგერი ახალგაზრდებს რჩევას აძლევს - შეწყვიტონ მუდმივი წუწუნი და ცხოვრებით დატკბნენ, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ადამიანს ამაზე უკეთესი საცხოვრებელი პირობები არასოდეს ჰქონია.

„გეყოფათ, შეწყვიტეთ ყველაფერზე მუდმივი წუწუნი! ცხოვრება ასეთი კარგი და კომფორტული არასოდეს ყოფილა, მიუხედავად ამისა, ადამიანები ახლა გაცილებით უფრო უკმაყოფილონი არიან, ვიდრე ოდესმე. ეს ყველაფერი ჩემი ასაკის ადამიანისთვის განსაკუთრებით უცნაური სანახავია, რადგან მე მსოფლიო ომი გამომივლია, დიდი დეპრესია გამომიცდია, არაერთი ფინანსური კრიზისი და ეკონომიკური კოლაფსი გადამილახავს, მაშინ ცხოვრება გაცილებით უფრო რთული იყო, ვიდრე ახლა.

თქვენ სათანადოდ არ აფასებთ ეკონომიკურ განვითარებას, ტექნოლოგიურ პროგრესს, თანამედროვე მედიცინის მიღწევებს და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. 30-40-იან წლებში საშინელ გამოწვევებთან გვიწევდა გამკლავება, სამედიცინო დახმარება ფუფუნება იყო, სწორედ ამიტომ ცხოვრებაც საკმაოდ ხანმოკლე, რთული და მტანჯველი იყო.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ხუთჯერ უკეთესი გახდა, უფრო მეტი ადამიანი გრძნობს თავს უბედურად, რადგან ვიღაც სხვას მათზე მეტი მაქვს. დიახ, თანამედროვე უბედურების მიზეზი შური და ბოღმაა, ამ პრობლემას კი სოციალური მედია განსაკუთრებით ამწვავებს. გირჩევთ, სხვისი გამდიდრების ამბავი არა შურის გასაღვივებლად, არამედ მოტივაციისა და შთაგონების მისაღებად გამოიყენოთ“, - განაცხადა 98 წლის მილიარდერმა ინვესტორმა.

უორენ ბაფეტისა და ჩარლი მანგერის ხელმძღვანელობით Berkshire Hathaway პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 674 მილიარდ დოლარს შეადგენს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები