მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტმა Activision Blizzard-ში Berkshire-ის წილი შეამცირა

64b64ae3d8d50
გიორგი არონია
18.07.23 12:50
588

ლეგენდარულმა ამერიკელმა ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა ვიდეოთამაშების მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიაში, ამერიკულ Activision Blizzard-ში Berkshire Hathaway-ის წილი 1.9%-მდე შეამცირა. მარტის ბოლოს, საინვესტიციო ჰოლდინგი კომპანიის 6.3%-იან წილს ფლობდა, გასული წლის ბოლოს კი, უორენ ბაფეტი და ჩარლი მანგერი Activision-ის 6.7%-იანი წილს აკონტროლებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემდეგ, Activision Blizzard-ის შეძენას მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, ამერიკული Microsoft-ი ცდილობს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გარიგება ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესია, მწვანე შუქის მისაღებად მას რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის თანხმობა სჭირდება. გასულ კვირას, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ძვრა დაფიქსირდა, როცა აშშ-ის სასამართლომ ფედერალურმა სავაჭრო კომისიის მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ამ სიახლის ფონზე, Activision Blizzard-ის აქციების ღირებულებამ 9%-ით, $93.21-მდე იმატა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში, Microsoft-მა Activision Blizzard-ის თითო აქციის შესასყიდ ფასაც $95 დაასახელა. საინტერესოა, რომ ვიდეოთამაშების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიაში პოზიცია უორენ ბაფეტის კომპანიამ პირველად 2021 წლის ოქტომბერში გახსნა, როცა ერთი აქციის საშუალო შესასყიდმა ფასმა $77 შეადგინა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები