მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მშენებლობა განვადებით" - პრემიერის ინიციატივას ეკონომიკის მინისტრი კერძო სექტორს აცნობს

620e25d7387ed
ინგა მურუსიძე
17.02.22 14:40
1349
„მშენებლობა განვადებით“ - ეს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებში სამშენებელო ბიზნესს მთავრობა მისცემს გარანტირებულ დაკვეთას სხვადასხვა საჯარო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის, თანხას კი გადაიხდის განვადებით, 5-6 წლის განმავლობაში. აღნიშნულ ინიციატივას ახლა დარგის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცნობს.

"საქართველოს საბანკო ასოციაციის" პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ შესაძლოა, შეთავაზება პირველივე ჯერზე კერძო სექტორისთვის იდეალური არ იყოს, თუმცა იმედი აქვს, რომ შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.

„საუბარია წინასწარ ფინანსირებაზე, ანუ ფინანსების მოპოვებაზე, სამშენებლო სექტორისთვის. რა ფორმით იქნება, ამაზე დღეს ვისაუბრებთ. მსგავსი პროექტები უკვე არსებობდა, იქნებოდა ეს გარანტირებული ფასის შეთავაზება, თუ საკრედიტო-საგარანტიო სქემა.

არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა ისე, რომ არ ყოფილიყო მოსმენილი ან საბანკო სფეროს ხმა, ან იმ პრობლემების შესახებ არ მომხდარიყო შემდეგ გადახედვა. საკრედიტო-საგარანტიო სქემა უკვე მეორე წელია მიმდინარეობს და რამდენჯერმე მოხდა მისი გადახედვა. ვერ ვიტყვით, რომ პირველივე ეტაპზე ეს იქნება იდეალური ფორმით შეთავაზებული სქემა, თუმცა ძალიან მჭიდროთ ვთანამშრომლობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და გვაქვს მოლოდინი, რომ პრობლემების არსებობის შემთხვევაში, მათ გადავლახავთ“, - განაცხადა ძნელაძემ.

კითხვაზე, რას მოიტანს პროგრამა ბანკებისთვის, ძნელაძე პასუხობს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია რა სტიმულს გააჩენს დაანონსებული ნახევარი მილიარდი ლარი სამშენებლო სექტორში და ამის ზემოთ რა თანხის მობილიზება იქნება შესაძლებელი.