მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსოფლიოში საუკეთესო წესები გვაქვს სასტუმროებისთვის" – ალავერდაშვილი

5ed22dceb0af9
თამთა ჯიჯავაძე
30.05.20 17:00
1263
მინდა გითხრათ, რომ ყველაზე კარგი რეკომენდაციები გვაქვს მთელ მსოფლიოში, – ასე შეაფასა სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა Bm.ge-სთან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სასტუმროების ოპერირებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები. მისივე თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პირველადი რეკომენდაციები, რაც გამოქვეყნდა, იყო იმაზე მძიმე, ვიდრე გვაქვს დღეს საქართველოში.

„ერთი თვის განმავლობაში შეხვედრები გვქონდა ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, რომელშიც ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო, სურსათის უვნებლობა და კერძო სექტორი, ერთად ვისხედით და რაც შეეძლოთ, მაქსიმალურად გაგვიმარტივეს წესები“, – აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრების შედეგად შეთანხმებას მიაღწიეს, რომ დაეშვათ სასტუმროებში ე.წ შვედური მაგიდა, ასევე აუზებთან შეზლონგებზე ერთჯერადი გადასაფარებლების შეცვლის ვალდებულება მოეხსნათ და ა.შ.

„თავიდან შვედური მაგიდა საერთოდ არ იყო გათვალისწინებული და ახლა არსებობს. სასტუმროებში დიდი მნიშვნელობა აქვს შვედური მაგიდის ქონას. მაგალითად, ოთახის გამოტოვებით სტუმრების მიღებაც გაამარტივეს. ანუ რომელ ოთხშიც უნდა, იმაში შევა სტუმარი. მაგალითად, აუზებზე მუდმივად ერთჯერადი გადასაფარებლის დაფენა სავალდებულო იყო. რაც შეეძლოთ გაითვალისწინეს, რაც კარგია“, – აღნიშნა ალავერდაშვილმა.

რაც შეეხება მოლოდინებს, მისი თქმით, 2020 წელს ტურიზმი იქნება მინუს 75%, ვიდრე 2019 წელს. 2021 წელს იქნება მინუს 35%, ვიდრე 2019 წელს და მხოლოდ 2022 წელს დაეწევა ქვეყანა 2019 წლის ნიშნულს.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასტუმროების ოპერირებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ სასტუმროებში გასართობი და სპორტული ზონების გამოყენება იკრძალება. ამავე რეკომენდაციების მიხედვით, არ იკრძალება სასტუმროს გარე სივრცეში არსებული ბილიარდის, ტენისის და სხვა სპორტულ/გასართობი ცენტრისთვის ფუნქციონირება, რომლისთვის გამოყოფილი ინვენტარი სადეზინფექციო ხსნარის მეშვეობით, ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს.

ამასთან, სასტუმროებში ღია და დახურული აუზების ოპერირება დაშვებულია.