მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მწვანე პასპორტების სისტემაში ვერ მოვხვდით... ასე გაგრძელება შეუძლებელია" – კლუბი KHIDI იხსნება

619fb0e950a4e
ანუკა ჯოხაძე
25.11.21 22:00
4777
21–თვიანი პაუზის შემდეგ, 3 დეკემბერს, კლუბი KHIDI, მწვანე პასპორტის ამოქმედებასთან ერთად, საკლუბო ღამეებს განაახლებს.

კლუბის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მწვანე პასპორტების სისტემაში თავისი ობიექტი თავადვე ჩართონ და მუშაობა ასე განაახლონ, რადგან მწვანე პასპორტების სისტემაში კლუბები არ არიან ჩართულები.

კლუბ ხიდის წარმომადგენელი სოფო ებრალძე აცხადებს, რომ კლუბისთვის მომდევნო 2 თვე გადამწყვეტია, შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ისინი მოქდებას არ დაიწყებენ, ბიზნესს უბრალოდ ვეღარ შეინარჩუნებენ.

“მთავრობასთან მუშაობა უკვე დიდი ხანია დაწყებულია იმ წესებზე, რომლითაც უნდა გავიხსნათ. თუმცა არ არსებობს კონკრეტული თარიღი. საუბარი იყო ნოემბერზე, შემდეგ დეკემბერზე, საბოლოოდ, კი არ ვიცით კონკრეტულად როდის გვექნება პასუხი. ჩვენ დავეყრდენით 1 დეკემბერს, თარიღს, როცა მწვანე პასპორტები უნდა ამოქმედდეს. ამ სისტემაში სამწუხაროდ, ვერ მოხვდით, მაგრამ ჩვენ მივათვალეთ ჩვენი თავი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რა სისტემით უნდა ვიმუშაოთ. მთავრობამ გუშინ გამოაცხადა კოვიდ გადატანილებზე უვადო მწვანე სტატუსის ქონა. ამას ჩვენ ვამკაცრებთ და ჩვენთან მხოლოდ ბოლო 6 თვეში კოვიდ გადატანილები შეძლებენ შემოსვლას. pcr ტესტის შემთხვევაშიც მხოლოდ 48 საათის უარყოფითი პასუხის მქონე პირი შემოვა. უფრო მეტ თვითრეგულაციას ვიწესებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ვირუსის გავრცელება. არ ვიცით, რა შედეგი დადგება 3 დეკემბერს. არ ვიცით შემოვლენ და დაგვაჯარიმებენ, თუ რას იზამენ. უბრალოდ ზუსტად ვიცით, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. ვიქცევით ყველაზე პასუხისმგებლიანად, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვზარალდებით”-ამბობს კლუბ “ხიდის” წარმომდგენელი სოფო ებრალიძე.

3 დეკემბრის ღონისძიებაზე კლუბი ხიდი მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირებს მიიღებს, თუმცა მათი მწვანე პასპორტის მოთხოვნები უფრო მკაცრი იქნება ვიდრე მთავრობის შემოღებული. ღონისძიებაზე დასწრებას სრულად ვაქცინირებულ პირებთან ერთად 48 საათის განმავლობაში ჩატარარებული pcr ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებიც შეძლებენ. ასევე მხოლოდ ის კოვიდგადატანილი ადამიანები დაიშვებიან ღონისძიებაზე, ვისაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდა კოვიდ ინფექცია.

ცნობისთვის, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მთავრობასთან უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. ჩატარდა საპილოტე წვეულებებიც, სადაც ვირუსის დადებითობიც მაჩვენელი მხოლოდ 0.5%-ი იყო.