კლუბი KHIDI „უცხოური აგენტების შესახებ კანონს“ ეხმიანება და მის მიღებას ეწინააღმდეგება. როგორც კლუბის წარმომადგენელმა, სოფი ებრალიძემ bmg-თან განაცხადა, რუსული კანონის მიღება ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის.
"ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი ევროკავშირისკენ სწრაფვაა. ყველანაირი რუსული კანონის მიღებას ვეწინააღმდეგებით. მიუხედავად იმისა, რომ KHIDI რაიმე სახის დაფინანსებას არ იღებს, ამ კანონის მიღება ჩვენთვის დაუშვებელია. ვუსმინე კანონპროექტის განხილვას, წავიკითხე და უფსკრულისკენ მივექანებით", - აცხადებს სოფი ებრალიძე.
BMG-ს კითხვაზე, საპროტესტო აქციების შემთხვევაში, იდგება თუ არა KHIDI ხალხთან, სოფი ებრალიძემ აღნიშნა: "ინდივიდუალურად ყოველთვის იქ ვდგავართ, სადაც ქვეყანას სჭირდება".
სოფი ებრალიძის ცნობით, „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ შესახებ საპროტესტო განცხადებას კლუბი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.