მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველამ თავის ადგილას, სადაც მუშაობს და რასაც აკეთებს, იმ საქმეს მიხედოს" - ირაკლი იაშვილი

ირაკლი იაშვილი

ლოგისტიკური კომპანია “ისთ გეით გრუპის” დამფუძნებელმა, ირაკლი იაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა, რომ არ უერთდება Freebusiness.ge-ს მოთხოვნებს, რადგან მას ამ თემაზე თავისი მოსაზრება აქვს.

ბიზნესმენი თვლის, რომ ლარის კურსზე "ნალოლიავები" შეტევა ხორციელდება და ის "ლარის ჩამოქცევის" მოთხოვნას არ უერთდება.

„არჩევნებზე საუბრობენ პოლიტიკოსები, ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე. დამპატიჟეს და მოვედი, რადგან 30 წელია ასეთ რეჟიმში ვცხოვრობთ და ახლა მაინტერესებს მომავალში რა გველოდება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას.

ლარის კურსზე რომ შეტევა მიმდინარეობს, სწორად მიგაჩნიათ თქვენ? ეს ხომ ნალოლიავებია. 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეკონომიკა და ლარი. მესმის მოთხოვნები, რომ ჩამოვაქციოთ ლარი და არ ვუერთდები ამ მოთხოვნებს. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველამ თავის ადგილას, სადაც მუშაობს და რასაც აკეთებს, იმ საქმეს მიხედოს. პოლიტიკოსმა უნდა მიხედოს თავის საქმეს. ოღონდ ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი. პეტიციას არ ვუერთდები, რადგან მე ჩემი მოსაზრებები მაქვს“, - განაცხადა იაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები