მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესი დღეს უნდა იყოს ხმამაღალი" - შერგელაშვილი

640302ef9c32b
ალა ისპირიანი
06.03.23 09:00
606
„ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ ინიცირებული „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი, პარლამენტის ორმა კომიტეტმა საერთაშორისო პარტნიორების, ადგილობრივი ორგანიზაციების, პოლიტიკოსებისა და ბიზნესის კრიტიკული პოზიციების მიუხედავად ორ მარტს მაინც მიიღო. ასევე, არაერთხელ გაკეთდა განცხადება, მათ შორის ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მხრიდან, რომ “უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტები შეუთავსებლობაშია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან ორთან მიმართებით. ასევე საუბარია, იმაზე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, სადაც წერია, რომ საქართველოს არჩევანი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.

ამ პროტესტისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, არაერთხელ დაფიქსირდა მოსაზრება, რომ ბიზნესი ამ პროცესებში იმდენად ხმამაღალი არ არის, როგორც საჭიროა. ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა #წერტილის წამყვანმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ I მოადგილეს და „საქართველოს განვითარების პლატფორმის“ თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილს დაუსვა კითხვა.

- ბატონო თენგიზ, ბევრ ბიზნესმენს უთქვამს, როგორ გინდა ვაკრიტიკო ხელისუფლება, თუნდაც უარყოფითად ვიყო განწყობილი და მერე ამ ქვეყანაში ასეთ დემოკრატიაში ბიზნესი ვაკეთო... ამით შეიძლება ნაწილობრივ მაინც გამართლდეს დუმილი?

-ბიზნესმენებისგან ხშირად მომისმენია, რომ ამ პირობებში ისინი გაცილებით კარგად გრძნობენ თავს, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში. ამ კომფორტის შენარჩუნება მოდუნებას არ ნიშნავს, რადგან დღეს თუ არასამთავრობოების ჯერი დადგა, რა ვიცით, რომ ხვალ ბიზნესის თემა არ დადგება, რადგან თუ გინდა ფინანსური ნაკადები მთლიანად ხელში მოაქციო, შეიძლება აქამდე მიხვიდე.

-ბოლო პერიოდში პრემიერს აქვს განცხადებები - „ძალიან ხარბი ხართ, უფრო იაფი უნდა ღირდეს სურსათი"; "გაუმართლებელი მოგება გაქვთ ბანკებს, ამიტომ აგიწევთ გადასახადს".

-მგონია, რომ ვიღაცა იკვლევს, საკომუნიკაციო სამსახური თუ აქვთ. ყურს რა ესმის კარგად და ამის საფუძველზე კეთდება განცხადებები. ხშირად ყურს რაც ესმის კარგად, ეგ კი არ არის სწორი, სწორია სისტემურად რაღაც ნაბიჯების გადადგმა და ბიზნესი დღეს უნდა იყოს ხმამაღალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები