„ხელისუფლება არ მუშაობს საქართველოს შემდგომი წარმატებული მომავლისთვის“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და „საქართველოს განვითარების პლატფორმის“ თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილმა BMGTV-ის გადაცემა #წერტილის წამყვანის კითხვის პასუხად თქვა.
აღნიშნული კითხვა, საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენებს მოჰყვა, რაც ე.წ აგენტების შესახებ კანონს უკავშირდება.
წამყვანის კითხვაზე, - დასაწყისში ქართული ოცნების პოლიტიკური ორიენტაცია და მერე სულ ერთი და იგივე იყო? -თენგიზ შერგელაშვილმა უპასუხა, რომ არა.
„ძირითადი ხაზი, ეს განსაკუთრებით იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ასოცირების შეთანხმება გაკეთდა და ვიზა-ლიბერალიზაცია და ა.შ. ამ პროცესში განწყობა და დამოკიდებულება იყო მაქსიმალურად თანამშრომლური დასავლურ სამყაროსთან“, - თქვა მან.
კითხვაზე, - დღეს ვისთვის მუშაობს საქართველოს ხელისუფლება? - შერგელაშვილის პასუხი იყო, რომ „ის არ მუშაობს საქართველოს შემდგომი წარმატებული მომავლისთვის“.
„მაგალითად, ომთან დაკავშირებით სიფრთხილე, - ამ აზრს აქვს რა თქმა უნდა არსებობს უფლება, მაგრამ სად მთავრდება სიფრთხილე და სად იწყება ქვეყნის დაზიანება, ამ ზღვარის წაშლის წინაშეა ეს ხელისუფლება. ის არ მუშაობს საქართველოს შემდგომი წარმატებული მომავლისთვის“, - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.
მისივე მოსაზრებით, იმის გამო რომ დასავლეთის მიმართ უარყოფითმა პროპაგანდამ საზოგადოებაზე არ იმოქმედოს, თავად საზოგადოება უნდა შეთანხმდეს და მყარად გადაწყვიტოს რა უნდა.
„საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ მივდივართ ცივილიზაციისკენ, დასავლეთისკენ, რადგან ხელისუფლება სარგებლობს იმით, რომ რაღაც პროპაგანდაა, მათ შორის ის რაც სოციალურ სივრცეში ხდება და ამაში ფული იხარჯება, ეს გარკვეულწილად მუშაობს“, - თქმა თენგიზ შერგელაშვილმა.