მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოთხი თვეა დამლაგებელს ვეძებთ" - შეფ ლევან კობიაშვილი

645f63c4f12ff
ინგა მურუსიძე
14.05.23 00:16
45324
შეფ ლევან კობიაშვილი კადრების დეფიციტზე საუბრობს. მისი თქმით, უკვე 4 თვეა დამლაგებელს ეძებს. საკითხზე კობიაშვილმა BMGTV-ს გადაცემა #BMGDDRIVE-ში სტუმრობისას ისაუბრა.

„რესტორნის მართვა მარტივი არ არის. კადრების პრობლემა დგას. ახლახანს გავხსენი ჩემი რესტორანი და ძალიან მიჭირს კადრების მოძიება, დასაქმება. ოთხი თვეა დამლაგებელს ვეძებ, გამოძახებით მყავს ხოლმე, დილით ვალაგებინებ, მერე საღამოს და ასე ვწვალობთ. ოთხი თვე რომ დამლაგებელს, ჭურჭლის მრეცხავს ვერ იპოვი, ძალიან რთულია რესტორანი ამუშაო. ეს პრობლემა ბევრს აქვს და ეს არ ეხება მხოლოდ ჰორეკა-სექტორს“, - განაცხადა კობიაშვილმა.

კითხვაზე, მოუწია თუ არა მას ხელფასების გაზრდა, შეფი პასუხობს, რომ ხელფასებს პერიოდულად ზრდის.

„როცა ღირებული კადრია, არ უნდა დაკარგო, პირიქით, უნდა წაახალისო და შეინარჩუნო. ადრე ყოფილა, რომ ჩემთვის ერთი თვე დაუგვიანიათ ხელფასი და ეს ცუდი ტონია. გასაგებია, რომ შესაძლოა ვერ იმუშაო, მაგრამ ოჯახი ყავს ადამიანებს, ბანკის ვალი აქვთ და ცოტა რთულია, რომ თვე ჩაგივარდეს. რესტორნის აწყობა-შენარჩუნება ძალიან რთულია. მუდმივი თანხა და რესურსი გჭირდება“, - განაცხად ლევან კობიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები