მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემია დამთავრდა და ხალხი გადავიდა დაგროვილი თანხის ხარჯვაზე" - როგორ ვითარდება ვაჭრობის სექტორი?

62ef520c9e301
ელენე გოგბერაშვილი
07.08.22 11:00
1082

ISET-ის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი 2.6 პუნქტით გაიზარდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობა ყველაზე მკვეთრად – 13.8 პუნქტით – მშენებლობის სექტორში გაუმჯობესდა. წამყვანი აქ მიმდინარე მდგომარეობასთან დაკავშირებული გაუმჯობესებული მოლოდინებია.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2022 წლის II კვარტალთან შედარებით 16.2 პუნქტით გაიზარდა და 2022 წლის III კვარტლისთვის 6.7-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე მეტად მომსახურებისა (+38.7) და მშენებლობის (+30.8) სექტორებში გაუმჯობესდა. მომსახურების შემთხვევაში 38.7–პუქტიანი ზრდაა, ხოლო მშენებლობაში 30.8 პუნქტითაა გაუმჯობესებული მიმდინარე მდგომარეობა.

საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ არსებულ სიტუაციას ბიზნესი ფრთხილი ოპტიმიზნით უყურებს, თუმცა არაერთი გამოწვევის პირობებში სექტორს საკმაოდ მძიმე გარემოში უწევს ოპერირება. ლევან ყარალაშვილი "ანალიტიკაში" სტუმრობისას აღნიშნავს, რომ სექტორი მაინც სტაბილურად ვიტარდება და მეტნაკლებად უბრუნდება პანდემიამდე მაჩვენებლებს.

"ფრთხილი ოპტიმიზმი, არსად არ წავიდა. ეს ყველაფერი აქ არის, საკმაოდ მძიმე გარემოში გვიწევს ოპერირება. მიუხედავად ამისა მოკლევადიან ჭრილში ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს. ჩვენი სექტორი საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა იმ გამოწვევების მიმართ, რაც დღეს გვიდგას, იქნება ეს კონფლიქტი რეგიონში, თუ ეკონომიკური რყევები. მეტნაკლებად ვუბრუნდებით 2019 წლის მაჩვენებლს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სექტორი სტაბილურად ვითარდება"....

პანდემია დამთავრდა და ხალხი გადავიდა დაგროვილი თანხის ხარჯვაზე, ბიზნესმა ისწავლეს კარგად დაგეგმვა, მარაგების მართვა და თანამშრომელთა შენარჩუნება. ამას დაემატა მიგრანტების დიდი ნაკადი. ყველა ეს ადამიანი ფულს ხარჯავს, რაც დადებითად აისახება იმ სავაჭრო ქსელებზე, რომლებიც ჩვენს ცენტრებშია წარმოდგენილი",-აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

მისი თქმით, დღეს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა არაპროგნოზირებადი გარემოა.

"გამოწვევად რჩება ისევ არაპროგნოზირებადი გარემო, თუმცა ჩვენ საკმაოდ დიდი მდგრადობა ვაჩვენეთ და დიდ რყევებს ჩვენს სექტორში არ ველოდებით. ინფლაცია რა თქმა უნდა ზოგად პრობლემად რჩება, თუმცა ლარის კურსის სტაბილურობა მეტ-ნაკლებად ნარჩუნდება და ეს სავაჭრო ცენტრების მიმართულებით დიდ რყევებს არ გამოიწვევს",-ამბობს საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარე.