მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-მა საერთაშორისო რეზერვების პროგნოზი $8.5 მილიარდამდე გაზარდა

სავალუტო რეზერვები

Galt & Taggart-მა საერთაშორისო რეზერვების პროგნოზი გაზარდა. საინვესტიციო ბანკის მოლოდინით, ქვეყნის რეზერვები წლის ბოლოსთვის დაახლოებით 8.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, მაშინ როცა წინა პროგნოზი 7.7 მლრდ აშშ დოლარი იყო.

Galt & Taggart-ის ყოველთვიურ ეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო რეზერვები 2026 წლის ივლისში წლიურად 49.9%-ით გაიზარდა და რეკორდულ 7.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. 2026 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2.6 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის შესყიდვები განახორციელა.

ქვეყნის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უცვლელად, 7.5%-ზე ნარჩუნდება, ხოლო 2027 წელს საინვესტიციო ბანკში 6%-იან ზრდას ელიან. რაც შეეხება გაცვლით კურსს, მოლოდინია, რომ ლარი/აშშ დოლარის საშუალო კურსი როგორც 2026, ისე 2027 წელს 2.66 იქნება.

საინვესტიციო ბანკი 2026 წელს საშუალო წლიურ ინფლაციას 5.1%-ის, ხოლო 2027 წელს 2.3%-ის დონეზე პროგნოზირებს და ელის, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის განმავლობაში უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები