საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, სებ-მა გასული თვის განმავლობაში 488.2 მილიონი დოლარი შეისყიდა Bmatch პლატფორმის მეშვეობით. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით რეზერვები 7.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
2026 წლის იანვარ-ივლისში კი ეროვნული ბანკის ჯამური შესყიდვები 2.56 მილიარდი დოლარი იყო.
2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
- იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
- თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
- მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
- აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
- მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
- ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი
- ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი.
ერთწლიან ჭრილში საქართველოს სავალუტო რეზერვები 2.5 მილიარდი დოლარით, ანუ 50%-ით, 7.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამ მატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ეროვნული ბანკის მიერ დოლარის შესყიდვა იყო.




























