მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიამდე 19 თანამშრომელი მყავდა, ახლა შვიდი მყავს" - საოჯახო სასტუმროს მფლობელი ბათუმში

62c452a421a8f
ლიკა გურაბანიძე
05.07.22 22:35
799
“ბაზარზე კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტია.” - ამის შესახებ bm.ge-ს საოჯახო სასტუმრო “ჩაოს” დამფუძნებელმა თამაზ მახარაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსიები თვეების განმავლობაში ჰქონდა გამოცხადებული, კადრების მოძიება მაინც გაუჭირდა.

“კადრების დეფიციტი შესაძლოა გამოწვეულია იმით, რომ ბათუმში სხვა სახის ბიზნესი ნაკლებად აქტიურია და შედეგად, კადრების დეფიციტი შეიქმნა. საკმაოდ ხშირად ჩვენთან მოსულ კადრს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში არანაირი კურსი არ აქვს გავლილი და ჩვენ ვზრდით მათ. პანდემიამდე 19 თანამშრომელი მყავდა, 7 თანამშრომელი დარჩა, მათ ოჯახები უნდა ერჩინათ და მუშაობა სხვაგან დაიწყეს. განსაკუთრებით დეფიციტური მზარეულები და სართულის მორიგეები არიან, არ არიან პროფესიონალები, რომლებიც ჩვენი ჩარევის გარეშე რამეს გააკეთებენ.” - განმარტა თამაზ მახარაძემ.

მისივე თქმით, ფასების გაზრდა გასულ წელთან შედარებით 5%-ით მოუხდათ.

“2021 წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით, წელს იგივე პერიოდში, კვების ხარჯები კატასტროფულად გაგვეზარდა. როცა ჩვენ საფასო პოლიტიკა განვსაზღვრეთ მაშინ დოლარი 1.65 ლარი იყო. ახლა ჩვენთან ერთადგილიანი ნომერი 135 ლარი ღირს, როცა გასულ წელს 120 ლარად გვქონდა.” - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მხოლოდ ივნისში, მაისთან შედარებით, სასტუმროების მომსახურების ფასები 5.5%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები