მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყველა საფეხურზე გაჩნდა კადრების დეფიციტის პრობლემა” - თეიკო ლომინაძე

6468aa744399f
ნანუკა ნარიმანიძე
20.05.23 21:05
2598
“კვადრუმ ჯორჯიას” მარკეტინგის მენეჯერმა თეიკო ლომინაძემ გადაცემა BMGDRIVE-ში სტუმრობისას კადრების დეფიციტის პრობლემაზე ისაუბრა.

“კადრების დეფიციტი სულ იყო ბაზარზე, პანდემიის შემდეგ კი ყველა საფეხურზე გაჩნდა ეს პრობლემა, რომელიც მთელს მსოფლიოშია. ახლა ტრენდშია შენით, დამოუკიდებლად რაღაცის ცდა და წამოწყება. ვფიქრობ, მუშაობა არ გვიყვარს, ჩვენ, როგორც ერი, Easymoney-სკენ ვართ მიდრეკილი და ხშირად გამოგვდის კიდეც ამის კეთება, მაგალითად, როგორიც იყო - ბოტასი, Airbnb, და ა.შ., ძალიან უნიკალური ტრენდებია, რომელსაც ქართველები მალე ითვისებენ”, - დასძინა მან.

ამასთან, ლომინაძემ მეორე მთავარ ფაქტორზეც ისაუბრა, რაც ღირსეული ანაზღაურების არარსებობაა ბაზარზე.

“მეორე პრობლემა ღირსეული ანაზღაურებაა, კომპანიებისა და დამსაქმებლების მხრიდან დამოკიდებულება იყო ისეთი, თითქოს მოცემულითაც კმაყოფილები უნდა ვყოფილიყავით. მაგალითად: ევროპაში დაზღვევა გარკვეული მოცემულობაა, როგორც ხელფასი, ჩვენთან კი ეს “ბენეფიტად” ითვლებოდა. ორგანიზაციები უნდა მიხვდნენ, რომ ბედნიერი ადამიანი მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ საქმე კარგად გამოვიდეს და უფრო მეტად უნდა დააფასონ მომუშავე პერსონალი”, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები