მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პარლამენტს საყვედური არ ეთქმის" - პარლამენტის თავმჯდომარე ბიზნესთან კომუნიკაციაზე

61deef9792b99
ინგა მურუსიძე
12.01.22 19:28
685
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის აზრით, პარლამენტს ბიზნესთან კომუნიკაციის მხრივ საყვედური არ ეთქმის, რადგან ნებისმიერ კანონმდებლობაზე მუშაობისას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა გამჭვირვალეა და მასში ჩართვა ყველას შეუძლია.

ასე უპასუხა მან bm.ge-ს კითხვას -  როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გეგმავს თუ არა ბიზნესსექტორთან შეხვედრას, რადგან მსგავსი ტრადიცია არსებობს და თან იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონები ბიზნესგარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. 

"საკანონმდებლო საქმიანობაში  სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობა მნიშვნელოვანია და ამას პარლამენტი უზრუნველყოფს, ჩვენი განხილვები ღიაა და ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. კომიტეტებში, მათ შორის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან არსებობს სხვადასხვა საბჭო, სადაც წარმოდგენილი არიან ბიზნეს-ასოციაციები და მსგავსი ინტერესთა ჯგუფები, რომლებსაც სხვადასხვა კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეუძლიათ ჩაერთონ განხილვებში.

ამ მხრივ, პარლამენტს საყვედური არ ეთქმის, გახლავთ ერთ-ერთი გამჭვირვალე იმ კუთხით, რომ ხდება განხილვის დროს კონსულტაცია სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფთან, იქნება ეს ბიზნეს თუ სხვა ჯგუფები. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.