09.ივლისი .2020 19:10

"ქართული ოცნება" ქვეყანას უზარმაზარი საფრთხის წინაშე აყენებს - ბადრი ჯაფარიძე

views 253
უკან

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა, საქართველოსთვის დაფინანსების შემცირების კანონპროექტის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებისთვის დამატებითი განმარტება გააკეთა. თემას „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება.

"ხელისუფლების ე.წ სპიკერები ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ერთი მხრივ, უარყოფენ, მეორე მხრივ, იმეორებენ, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გამოთქმული შეშფოთება არის უსაფუძვლო. ამ ტიპის პოზიცია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხელისუფლება არანაირი ცვლილების განხორციელებას არ აპირებს და ქვეყანას უზარმაზარი საფრთხის წინაშე აყენებს: საქართველო ვერ მიიღებს იმ დახმარებას, რომელიც ქვეყანას ჰაერივით სჭირდება“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

მისი შეფასებით, „ახლა მთავარია, ხელისუფლებას არ მივცეთ უფლება, რომ ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი მავნებლური მოქმედებები გააგრძელოს. ოქტომბერში კი "ქართული ოცნება" დამარცხდება".