24.ივნისი .2021 23:30

"ქართული უძრავი ქონებით განვითარებადი ბაზრებიც ინტერესდებიან" - FIABCI-Georgia

"ქართული უძრავი ქონებით განვითარებადი ბაზრებიც ინტერესდებიან" - FIABCI-Georgia
views 518
უკან

FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტი ლიკა ქარდავა გადაცემა „ქალების ნარატივში“ უძრავი ქონების ბაზარზე პანდემიის გავლენაზე აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ ინდუსტრიაში კოვიდ-პანდემიამ თვალსაჩინო ცვლილებები გამოიწვია.

„პანდემიის შედეგად უძრავი ქონების ბაზარი გლობალურად შეიცვალა, რაც ინვესტორების განწყობების ცვალებადობაშიც გამოიხატა. მათ თავიანთი პორტფელის დივერსიფიკაცია გეოგრაფიულ ჭრილში დაიწყეს, თანხებს უფრო განვითარებადი ბაზრებისკენ მიმართავენ, სწორედ ამიტომ ჩვენი კომპანიის მიზანი ქართული პროექტების სწორად წარდგენა და სამიზნე ბაზრებთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაა“, - განმარტავს ლიკა ქარადავა.

მისივე თქმით, უძრავი ქონების ქართულ ინდუსტრიას საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრის ათვისების კუთხით აქვს.

„დიდი შანსია იმის, რომ ევროპის გარდა ქართული პროექტების წარდგენა აშშ-ის ბაზარზეც მოხდეს, არამხოლოდ საცხოვრებელი, არამედ კომერციული, ტურისტული, ინდუსტრიული უძრავი ქონების; ამას გარდა, ქართული უძრავი ქონებით განვითარებადი ბაზრებიც ინტერესდებიან, სწორედ ამიტომ სხვადასხვა ღონისძიებას ვაწყობთ და ქართულ კომპანიებს სამიზნე აუდიტორიასთან ვაკავშირებთ“ - აცხადებს FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, FIABCI-Georgia 2019 წელს 30-მდე წამყვანი უძრავი ქონების კომპანიის დეველოპერების, ბროკერების, არქიტექტორების გაერთიანებით დაფუძნდა და მსოფლიოს მასშტაბით 70 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ის არის ყველაზე მსხვილი პროფესიონალების გაერთიანება, რომლებიც უძრავი ქონების ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით მუშაობს.