მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ინდუსტრია მიმზიდველი ხდება" - რესან ქიქავა უძრავი ქონების სექტორზე

რესან ქიქავა

Expo Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის რესან ქიქავას განცხადებით, საქართველოს უძრავი ქონების ინდუსტრია მიმზიდველი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

როგორც ქიქავა აღნიშნავს, ეს დიდი სტიმულია უცხოელი ინვესტორებისთვის, რაც საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე დადებითაც მოქმედებს.

“ფაქტია, რომ ეს ინდუსტრია მიმზიდველი ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, და ყველას აქვს მოლოდინი, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, სულ სხვა სურათს მივიღებთ უძრავი ქონების ბაზარზე. ამიტომ ამ გზაზე თუ ჩვენ ხელს არაფერი შეგვიშლის, ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის ძირითადი ფაქტორი და სტიმული, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას, კარგად გამოჩნდეს საინვესტიციო რადარზე. ამ კუთხით გვმართებს ქვეყანას მუშაობა”, - ამბობს რესან ქიქავა.

ცნობისთვის, ExpoGeorgia-ში სამშენებლო მასალების და უძრავი ქონების 3-დღიანი გამოფენა და საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. ორგანიზატორები 3 დღის განმავლობაში სტუმრებს 40 ქვეყნიდან 220-მდე კომპანიას და მათ შეთავაზებებს ახვედრებენ. კონფერენციის მონაწილე სტუმრებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, ჩინეთის და დუბაის საგამოფენო ცენტრის დირექტორები, ლატვიის Citadele Bank-ის სტრატეგიული პარტნიორობის ხელმძღვანელი, მსხვილი პოლონური სამშენებლო კომპანია - MIRBUD S.A მფლობელი და დირექტორი, Silicon Valley Proptech Association -ის დამფუძნებელი და არაერთი სხვა სტუმარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები