Expo Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის რესან ქიქავას აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას დილეტანტიზმს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?
- პირველ რიგში, ყველა ქართველმა უნდა იზრუნოს საკუთარი თავის განვითარებაზე და მონდომებით აკეთოს თავისი საქმე; სამწუხაროდ, დილეტანტების ქვეყნად ჩამოვყალიბდით და პროფესიონალი ნებისმიერ სფეროში სანთლით უნდა ეძებო. ეს პრობლემა არის როგორც პიროვნულ, ასევე ზოგად დონეზე. ყველა უნდა ვეცადოთ განვვითარდეთ, ვატაროთ პასუხისმგებლობები და შევქმნათ რაღაც ღირებულება, რაც წაგვადგება როგორც პირადად ჩვენ, ისე ქვეყანასაც. ჩემთვის ძალიან რთულია იმის გაგება, რატომ ვართ შეგუებული იმას, რომ ვიყოთ იმ დონეზე, რაზედაც ვართ და გვქონდეს, საშუალო და საშუალოზე დაბალი მართვის ხარისხი, ფაქტობრივად, ყველა სფეროში.
“საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსი ეკონომიკის სწრაფი განვითარებაა” - ინტერვიუ რესან ქიქავასთან