მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაჭაში მხოლოდ მაგისტრალური ინფრასტრუქტურის აღდგენას 50 მილიონამდე ლარი დასჭირდება"

5f22aa3e8c20c
ინგა მურუსიძე
30.07.20 15:05
849
პირველადი შეფასებით მხოლოდ მაგისტრალური ინფრასტრუქტურის აღდგენას სავარაუდოდ 50-მდე მილიონი ლარი დასჭირდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რაჭაში განაცხადა, სადაც მან სტიქიის ზონა მოინახულა. გახარიას თქმით, რამდენიმე ადგილას 250 მეტრამდე გზა არის გაფუჭებული, ასევე 4 ხიდი სრულად არის აღსადგენი.

„ზიანი არის ძალიან სერიოზული, დღეის მდგომარეობით, 4 სოფელთან აღდგენილია ნაწილობრივი კავშირი. რაც შეეხება ოთხ სოფელს - ღები, პატარა ღები, შოვი და გლოლა - ამ სოფლებთან გზის აღდგენას დასჭირდება ალბათ ერთი თვე.

ენერგოპროჯორჯია გვპირდება, რომ ერთ კვირაში შესაძლებელი იქნება ელექტრომომარაგების აღდგენა. დღეიდან ამ სოფლებში შევა ვერტფმფენები, გამოსვლის მსურველებს გამოვიყვანთ, ხოლო სურვილის შემთხვევაში შევიტანთ ყველა საჭირო პროდუქტს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.